| ავტორი: ჟაკი ჟანრი: პროზა 5 მაისი, 2014 |
იმ დღეს ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში. ყველაფერი ლანდებად და ჩრდილებად იდგა ჩემს თვალწინ, უზარმაზარი შენობებიცა და პაწაწინა კენჭებიც სანაპიროს გასწვრივ რომ მიმოებნიათ და ერთი შეხედვით რომ შეატყობდი აქ არ იყო მათი ადგილი. ნისლიც ჩამოწვა.თან ისეთი ნისლი, რომ ნაბიჯის გადადგმა შიშს მგვრიდა (თავღია კანალიზაციის ხვრელები ისე იყო ქალაქში მიმობნეული, როგორც სანაპიროზე კენჭები). ვცდილობდი სწრაფად მივსულიყავი შინ. ტრანსპორტიც აღარაფერია ამ დროს ჩემს სახლამდე. მე კი დამაგვიანდა, ისე როგორც თითქმის ყოველთვის მაგვიანდება ხოლმე. გამე... ნისლი... ვიფიქრე სიგარეტს მაინც მოვწევდი; ჯიბიდან ამოვიღე თითქმის ცარიელი კოლოფი და ერთ ღერს წავუკიდე. ერთ ადგილზე გავჩერდი, მინდოდა ეს სიამოვნება შემეგრძნო და იმ წუთში, მოულოდნელად ისეთი კაკუნი გაისმა ფეხის ხმისა, რომ გავშეშდი. ქალი მიახლოვდებოდა და მისი ფეხსაცმლის ქუსლები რატომღაც ნემსებივით მიჩხვლეტდა გულს. ჩქარობდა, ლამის მირბოდა, მაგრამ არ ვიცი იმ წუთში მხოლოდ მისი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა თუ მე არ მესმოდა სხვა არაფერი... გვერდით ჩამიარა, თან ისე ახლოს იყო ჩემთან... ნისლს ამოეფარა და გაქრა. მაგრამ, რაღაც დავინახე, რაზეც ყურადღება უნდა მიმექცია, მაგრამ მისმა თვალებმა გადამავიწყა. რა დავინახე? რაა? -თვალები, მწვანე თვალები არასდროს მომწონდა, მაგრამ ასეთი- არა. ასეთ ტვალებზე ვერ იტყვი უარს, უბრალოდ ვერ იტყვი, მაშინ იდიოტი უნდა იყო. თავბრუ დამახვია და ვეღარ დავივიწყებ. ვგრძნობ, რომ აღარ დამავიწყდება და ვიცნობ. "ალბათ ტუჩებიც ლამაზი ექნებოდა.სავსე... წითელი..." - და გამახსენდა, მას დიდი, შავი ჩადრით ჰქონდა სახე დამალული, მხოლოდ თვალებს ვხედავდი და ის თვალებიც შეცბნენ, როცა ნისლში სადღაც მიკარგულს მოულოდნელად მომკრეს თვალი. "ნეტავ გავყოლოდი" გვიანი იყო წუწუნი. კვლავ მოვუკიდე სიგარეტს. "კარგი საყვარელი იქნებოდა"..."ალბათ". სახლამდე ისე მივედი არაფერი მახსოვს, ტანსაცმლითვე ზედ ლოგინზე დავწექი და მალევე ჩამეძინა. დილით ადრე გამეღვიძა. მგონი, ტანსაცმელმა შემაწუხა. ყოველთვის ასე იცის. გარეთ გავედი. ბავშვობაში თუ სადმე არ ვისურვებდი ცხოვრებას ეს ჩემი ახლანდელი სახლი იყო. ძველი, ხისგან ნაწვალებად გამოყვანილი ოთახები ოთახებს მჭიდროდ მიკვროდა. მე მეორე სართულზე მერგო ერთი მათგანი. ჩამომპალი კედლებითა და მოჭრიალე საწოლით. არც მიფიქრია აქ რამე შემეცვალა, უბრალოდ ღამეს ვათევ და... მიჯრით მიწყობილ ოთახებს ეზოც აქვთ. ჩემი მეზობლები იქ ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. ყველა ვისაც მთელოი დღე საქმე არაფერი აქვს და ბოლო აღარ უჩანს ბანქოს თამაშს, თუმცა ახლა ისიც მიკვირს მე თვითონ მაინც როგორ შევძელი სამსახურის შოვნა. მცირე შემოსავალზე არავის შეუძლია უარი თქვას, არც მე ვარ გამონაკლისი. პატარა სტატიებს ვაქვეყნებ გაზეთში. ერთი სვეტი მაქვს გამოყოფილი და ვწერ ყველაფერს, რაც ამ ეზოში მესმის. არ აქვს მნიშვნელობა სიმართლეა თუ ტყუილი, მთავარია საინტერესო იყოს და სულ ეს არის ჩემი სამუშაო. ცივი დილა იყო. შეჩვეული ვიყავი ასეთ ამინდებს, მაგრამ მაინც მახსოვს როგორ გამაჟრჟოლა. სითბო მინდოდა... მზეს ველოდებოდი. თითქოს ყველაფერი დამავიწყდა და გაურკვევლობიდან მხოლოდ მეზობლის ყვირილმა გამომიყვანა. დიდი ხანი არ იყო რაც იქ გადავედი და ყველას არ ვიცნობდი, თუმცა გავიგე, რომ ეს მარტოხელა , სამი შვილის დედა საკმაოდ აგრესიული და უცნაური ქალი იყო. მისი უფროსი შვილი 6 წლისაც არ იქნებოდა, მაგრამ გული გამიწყალა მათმა ჩხუბმა. დაუსრულებელი ყურისწამღები ყვირილი, ხან -ტირილი, ხან-მოთქმა უსასრულ;ოდ გრძელდებოდა. თავი კვლავ ჩემს ჩამომპალ კედლებს შევაფარე, რომ არაფერი გამეგო, მაგრამ ამან დიდი შედეგი ვერ გამოიღო. "რატომ არაფერი აჭამე? მე ხომ დაგიტოვე საჭმელი" "ვაჭამე დედა" "იტყუები! ბავშვი ტირის. მშიერია" "ვაჭამე" "ღორო! დაგენანა მისთვის" "ვაჭამე. ალბათ რამე ტკივა" "ახლა რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნა?" ჩემი გაზეთი ნაკლებადწარმატებულ, ყოველკვირეულ გაზეთთა ჯარს მიეკუთვნებოდა და მიეკუთვნება კიდეც. მკითხველთა რაოდენოდა ჩემს ხელფასზე აისახება. ყოველი თვის ჯამაგირი კი რამოდენიმე კოლოფ სიგარეტსა და საკვებზე მიდის. საბოლოოდ-ვარსებობ... ასევე არსებობს ფენა ადამიანებისა, რომლებიც ჩემთან ერთად ცხოვრობენ, ან ჩემს ირგვლივ. თავსმოხვეული ერთფეროვნება და გამუდმებით, უკვე შემაწუხებელი, ნისლი... რა მინდოდა იქ?!წარმოდგენაც არ მაქვს რას ვაკეთებდი. სადღაც ვიყავი ჩემთვის გამოკიდებული უაზროდ. მეზობლის ყვირილი და გადაკიდებული მათხოვარი, ამოჩემებული რომ ვყავდი და ყოველ დღე გვერდით, რომ ჩავუვლიდი იღვიძებდა, რატომღაც სწორედ მაშინ იღვიძებდსა და მის თავს მთავაზობდა. მე კი გავურბოდი. მინდოდა შემაწუხებელი სუნისგან განვთავისუფლებულიყავი და თვალწინ გამუდმებით მწვანე თვალები მიტრიალებდა, ჩადრით დამალული სახე და იდუმალება, რომელიც ესოდენ ინტერესს აღძრავდა ჩემში... ისევ ყვირილი მაგონდება: "რატომ არაფერი აჭამე?" "ალბათ რამე ტკივა. ვაჭამე დედა" ...ცოლი, უნდა მყოლოდა, მაგრამ არ მყვარებია და როგორ მომეყვანა. ნეტავ შემყვარებოდა... სამსახურში ჩვეულებისამებრ დიდხანს დავრჩი. იქ გაცილებით თბილა, ვიდრე ჩემთან და სტატიაც იქ დავწერე და ღამით კი ფეხით დავბრუნდი შინ (ასე ფულიც დავზოგე) და მივუყვებოდი "გამურულ" კედლებს, ჩამტვრეულ სარკმლებს, ჩამოშლილ კედლებსა და უფუნქციოდ დარჩენილ საძირკვლებს. ვფიქრობდი, ვინ იცის რაზე აღარ და ასე ჩემს არსებობას ინტერესს ვმატებდი. "რატომ არასდროს არის მათხოვარი ღამით თავის პოსტზე? ნეტავ სად მიდის? ნუთუ ამ ხის ფუღუროზე მშვიდი ადგილი ეგულება სადმე... ალბათ კაცი ენატრება და იმიტომ დამსდევს. სასაცილოა მეც კაცი მერქვას, თუმცა, რატომაც არა!" დიდი ხეტიალის შემდეგ როგორღაც მივადექი სახლს. უკვე ყველას ეძინა. არსად არ ენთო სანთელი. ჩემს ოთახს მივუახლოვდი. მოულოდნელად ფეხსაცმლის კაკუნი მომესმა. ვიღაც ჩემი ოთახის წინ, წინ და უკან დადიოდა. ნელა მივუახლოვდი ჩემგან ზურგით მდგომს და მივესალმე. "გამარჯობა" - მისალმებამ შეაკრთო. მე მელოდებოდა, მაგრამ მაინც არ იყო დარწმუნებული, რომ მოვიდოდი. დაიბნა და წასვლაც კი დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. ესს იყო ქალი, ვისი შემაწუხებელი ყვირილიც მიმწარებდა ყოველ დილას. "გამარჯობა" - თურმე სასიამოვნო ხმა ჰქონია.გავვოცდი. "მე თქვენი შეწუხება არ მინდოდა უბრალოდ ვიფიქრე, რომ მიცნობდით" "რათქმაუნდა. მე აქამდეც ვიცოდი ვინ იყავით" "მართლა?" - საქხეზე სიხარული და გაოცება აღებეჭდა. "ხო, ჩემს მეზობლებს როგორ არ ვიცნობ. მართალია დიდი ხანი არაა აქ ვცხოვრობ, მაგრამ მაინც" - მომეჩვენა, რომ ამ სიტყვებით მისი აღფრთოვანება სადღაც უსულგულოდ ჩავკალი და გავჩუმდი. ოთახშI შეყვანა არ მინდოდა, მაგრამ მომიწია. ისე იდგა, არაფერს ამბობდა და რა უნდა მექნა?! ჩემს ერთადერთ მორყეულ სკამზე აპირებდა დაჯდომას და შევაჩერე, საწოლზე დავაჯინე. სიჩუმე ჩამოვარდა. დიდხანს დუმდა, მე კი ხან ჩავახველებდი უადგილოდ, ხან ფანჯრიდან ვიხედებოდი, თითქოს ვინმეს მოსვლკას ველოდი (არ ვიცი ეს რისთვის დამჭირდა). "იცით ბატონო, მე წარმოდგენაც არ მაქვს აქ რისთვის მოვედი" - მითხრა და გაჩუმდა. ..."რატომ არაფერი აჭამე? მე ხომ დაგიტოვე საჭმელი" - ეს ამომიტივტივდა თავში და წამოვდექი, ძებნა დავუწყე შავი დღისთვის შენახულ პურს, რადგან უკვე თვის ბოლო იყო და ფული სულ ამომწურვოდა. პური გამოვიტანე და დიდი სიამაყით დავდევი მორყეულ სკამზე. გავირინდე მადლობებისა და ცრემლების მოლოდინში. ქალმა კი ამრეზით შემომხედა (თვალები... რა ლამაზები იყვნენ ისინი... ისინი ხომ მოწყალების სათხოვნელად არ მოსულან. მწვანე თვალები... გრძელი წამწამებით), ადგა, ოთახიდან გავიდა და კარი ლამის შეეწირა მის სტუმრობას. "ეს რაღა იყო". მეორე დღეს რედაქციაში წასვლისას ფუღუროში ჩასაფრებული მათხოვრის "შიშით'' გადავწყვიტე სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ამას მაშინ აზრი აღარ ქონდა. არც იმ დღეს და არც შემდეგ მათხოვარი არ გამოპასუხებია ჩემი ფეხსაცმლის ბაკუნს ფილაქანზე. მოწყალების სათხოვნელადაც კი არ მოსულა (თუმცა ამისთვის ისედაც არასდროს მოდიოდა). გავვოცდი, თუმცა არ გამხარებია, უფრო გაურკვევლობაში ვიყავი. სანაცვლოდ, ქალი, რომელიც დაუპატიჟებლად მესტუმრა დღითი დღE უმატებდა ჩხუბს და ზოგჯერ ღამითაც შეუძლებელი იყო მშვიდად ყოფნა. მისი ალიაქოთი მატებდა დილას ინტერესს. მე კი ვფიქრობ სწორედ ამიტომ არავინ მიდიოდა მის არც გასაჩუმებლად და არც დასახმარებლად. რა უცნაური არსებები ვართ... რამდენადაც საინტერესოა, იმდენადვე ქაოსურია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ოღონდ არაფერზე ვიფიქროთ და თანახმ ა ვართ მივუშვათ დინება. ...ჩადრი ჩამოცურდა მისი სახიდან. მის მბზინავ კანს მიუალერსა და ფილაქანზე დაეფინა მის წინ. ვიცანი! რა საოცარი იყო ეს მეორე შეხვედრა... მესამე... მეოთხე და ა.შ. ახლა რომ ვუყურებ ორი აზრი მიჩნდება. წუთით გავიფიქრებ, რომ მისი ამაზრზენი ცხოვრება ისეთივე ნეხვია, როგორიც ჩემი საცხოვრებელი; მეორე წუთს კი თვალებს დავინახავ ან კანს, ან მის გრძელ, შიშველ ფეხებს , წითელ ტუჩებს და კვლავ მგონია, რომ რაღაც უკეთესს იმსახურებს. შემდეგ ძირითადად ყველაფერი ერთმანეთში მერევა ხოლმე. ამ დროს იღვიძებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მშვენიერია.წერე,მეგობარო,წერე! <3 მშვენიერია.წერე,მეგობარო,წერე! <3
1. თიითქოს ჰო. მაგრამ არა. ტყუილა ავენთე, ერთი სიტყვით თიითქოს ჰო. მაგრამ არა. ტყუილა ავენთე, ერთი სიტყვით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|