 | ავტორი: ნაისი ჟანრი: თარგმანი 10 მაისი, 2014 |
ვინა სთქვა, თითქოს დაიწვა სულმთლად და დედამიწა ვერ მოგვცემს ნაყოფს?.. ვინ სთქვა, რომ მიწამ შეწყვიტა სუნთქვა? არა, ის მხოლოდ ისვენებს, ხალხნო!
ვერვინ წაართმევს მიწას დედობას, როგორც არ ძალუძთ დააშრონ ზღვები. ან უგვან ჭორებს ვინღა ენდობა?.. გესმით?! მან ფერი დაკარგა გვემით.
დასერილია ათასი თხრილით და ორმოებიც ჭრილობებია. მიწის ნერვები, მთლად გადახსნილი კიდევ სატანჯველს ელოდებიან.
ის გადაიტანს ვაებას, წუხილს და ნუ უწოდებ მიწას ხეიბარს. ვინა სთქვა, თითქოს მას აღარ ულხინს?! არა, ის ფოთლებს კიდევ შეიბამს.
"არა!" - გაჰკივის, არ ახსოვს წყლული, კვნესას ძახილი ფარავს სრულიად. არ იღუპება არასდროს სული დედამიწა კი ჩვენი სულია. ვინ დაიჯერა, რომ მიწა დაწვეს? არა, ის მხოლოდ ისვენებს წამით.
Кто сказал: "Все сгорело дотла"? Больше в землю не бросите семя. Кто сказал, что земля умерла? Нет, она затаилась на время.
Материнство не взять у земли, Не отнять, как не вычерпать моря. Кто поверил, что землю сожгли? Нет, она почернела от горя.
Как разрезы траншеи легли, И воронки, как раны зияют, Обнаженные нервы земли Неземное страдание знают.
Она вынесет все, переждет. Не записывай землю в калеки. Кто сказал, что земля не поет, Что она замолчала навеки?
Нет, звенит она, стоны глуша, Изо всех своих ран, из отдушин, Ведь земля - это наша душа, Сапогами не вытоптать душу. Кто поверил, что землю сожгли? Нет, она затаилась на время.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მაგარი იყო ვისოცკი! მაგარი იყო ვისოცკი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|