ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2014


უსათაურო

წვიმს და განწყობაა (პოეტურად
რომ არ ვთქვათ) ზედმეტად ბანალური,
მზე ქვეყნიერებას მოემდურა,
მე ტვინში შეგრძნებებს ვამარილებ.
რაც დამრჩა სათქმელი ნაგავია,
მზერას ვერ ვარიდებ ბინძურ კადრებს,
რადგან არაფერი მაბადია,
დინების პირისპირ მივცურავდე
უნდა, აღარ ვგავდე ადამიანს,
და გადავიაზრო ყველაფერი,
ეს ქუჩაც ტალახით ნაბანია,
ტყუილად უცდიან მენაგვეებს
ბოთლები, ძირს აყალმაყალია,
სასმელში ჩამხრჩვალან ბაყაყები,
ასფალტიც აქა-იქ აფარია
მიწას, რახანია დამყაყებულს.
აქამდე რატომღაც არ ვყვიროდი,
ჯობდა გაგიჟება თავიდანვე,
უფოთლო ხეების მაყრიონი
ტოტებს ორპირ ქარში ანიავებს,
მე ტვინში შეგრძნებებს ვამარილებ,
წვიმას სვამს ცალთვალა ლამპიონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები