 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2008 |
არვიცი ახლა სად მივდივარ, - შენთან თუ ჩემთან?.. თითქმის ყოველთვის ოკრობოკრო გზები მირევდა თავგზას და მერე ნატყვიარი ნიამორივით ვწიწკნიდი ბალახს მარტოობის გადასახვევთან...
ჰო, თმის ღერიდან ფეხის თხემამდე მიყვარხარ, გესმის? ბედნიერი ვარ!.. ახლა მივხვდი რა არის ღმერთი!.. ან რა არის თავისუფლება, როცა ყინვაში თვალებივით ვახელ დარაბებს და ისე გნატრობ, დაბუჟებამდე აღარ ვიცვლი მდგომარეობას...
გუშინ ზამთარი დავინახე, თეთრი თითებით აჟღერებდა უვერტიურას, აპრიალებდა ყინულის მეტლახს. დამიცდა ფეხი... ბოულინგის ბურთია გული, - გამოგიგორე...
...როგორც ახალი სათამაშო ნაძვისხისათვის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|