ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაისი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2014


აგონიის ღამე

ვიცი, ერთხელაც, რომ დაღამდება
შენ მოხვალ ჩემთან უცნობ ქალივით.
და აენთება ირგვლივ სანთლები და ანთებული სანთლების შუქი შენს ცისფერ თვალებს გამომიცხადებს. შუბლზე ჩამოყრილ თმებს გადაიყრი და ვნებიანი წითელ ტუჩებით ჩამიჩურჩულებ ალერსის სიტყვებს. მე შენს კისერში გადმოვიხრები, გეამბორები ცხელი ამბორით. შენ თვალს მილულავ და აღელვებულს ძუძუსთავები აგითრთოლდება.
და იდუმალი იქნება ღამე, გამოუცნობი, გიჟი, ველური და მე მივხვდები, რომ ეს შეხვედრა დაბადებიდან მეწერა შუბლზე და გავკვირდები, ასეთი ნაზი ყოფილა თურმე შენთან შეხვედრა. თეთრად მოფენილ კედლებს და ფანჯრებს ჩვენ გავახელებთ ჩვენი ფიქრებით. შენ ჩამეხვევი და ავღელდები, იქნება ქარი, იქნება ელვა, აზანზარდება ირგვლივ ყოველი და აგონიის მძიმე წუთებში შენი თვალები არ მომცილდება.
მერე ავდგებით, შენ მომხვევ ხელებს, შენი ხელები იქნება თბილი, მე გადაღლილი ძილს მივეცემი. გადამაფარებ ალერსით საბანს და თავსთუმალთან ჩამომიჯდები.
მე გავიღვიძებ. იქნება დილა და ანთებული მზე ცისკიდურზე გადმოგვანათებს ოქროსფერ სხივებს და ვივლით ერთად შორეულ გზებზე და ასე ერთად ვიქნებით მუდამ.
მე ვიცი, ერთხელ, რომ დაღამდება, შენ მოხვალ ჩემთან უცნობ ქალივით და აენთება ირგვლივ სანთლები და ანთებული სანთლების შუქი შენს ცისფერ თვალებს გამომიცხადებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს