ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავი...
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2014


შენი ფანჯრიდან.

21 წლის ვარ და
ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი.

რა მეშველებოდა ამ ლექსების გარეშე?

გმადლობ რომ
ცოტა ხარ და არ მყოფნი მოთმინებავ.

ჩემი ფიქრების ყოველი მომდევნო
და ბოლო გაჩერება შენ ხარ.

გულებს მივყავართ ერთმანეთამდე და
არა ნაბიჯებს.

დღითიდღე იზრდება მანძილი
ჩემსა და სიცოცხლეს შორის.
არაფერია ცვალებადი, არაფერია კარგად.

ჩემი ერთადერთი კანონი სიჩუმეა.
მე არ მაქვს ჰაერზე სათქმელი სიტყვები.

მე ვარ იქ სადაც
არუნდა ვიყო და მინდა იქ,
სადაც არასოდეს არ ვიქნები!

  .....

ჩემი სიცოცხლისათვის
აუცილებელი მზის სხივები
მხოლოდ შენი ოთახის ფანჯრიდან შემოდის.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები