ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2014


მე გიცნობ ძმაო (ალუდას ხსოვნას)

მე გიცნობ ძმაო შენაც მიცნობ ალბათ შორიდან
ვაი სიკვდილის ყველა კარი რად ვერ დავრაზეთ
ამ შუაღამისას შენი ჰანგის სუნთქვა მომინდა
და შენებური ფრთების შესხმა მკვდარ გიტარაზე

ნუ ტირით ნურვინ რჩეულების ხვედრი ყოფილა
ნურც იმას იტყვით რომ ყინულად გვექცა გულები
შენმა გვირგვინმა სიცოცხლესთან დაგაძმობილა
ზოგი მკვდარია რომც სუნთქავდეს ასწლეულები

დაგვრჩება თბილი გაღიმება შენს სამახსოვროდ
შეწყდა კლდეებზე მამაცურად რაშის ჭენება
ნიჭიერება ოქროს ლღობა არ არის მხოლოდ
მშვენიერების შეგრძნებაა ნიჭიერება

მოგონებათა კლავიშებზე უკრავს დაისი
უკრავს და ვიცი კიდევ ბევრჯერ გაიმეორებს
ნუთუ არ არის ღმერთო ერთო ეს საკმარისი
მერამდენეჯერ ვკარგავთ ასე რჩეულ მეომრებს

ცრემლები არის ახლა ჩემთვის მირონის ცხება
მიკვდება გული მე იმ დღიდან რაც გაგიცანი
იმღერე ისე რომ ატირდეს თვით დავიწყება
და სამარეში აღიღინდეს კუბოს ფიცარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს