წვიმს და ზაფხულის პირველი დღე ცაზე ცრემლს იშრობს, ღამის ასფალტზე ანარეკლებს მოვკიდე თვალი, ჩემი გულია ახლა წვიმის წვეთების სიმსხო, და გული ჩემი საქართველოსოდენა არის.
გზაჯვარედინზე იყრებიან ქუჩები ვიწრო, დგას მარტოობა, მოჩანს ერთი შეხედვით წყნარი, და მოთმინებას სხეულიდან კანივით იძრობს, ისე უსაზღვროდ დაგვიანდა ანთება მწვანის.
ვიღაც ქოლგის ქვეშ იმალება, იჩქარის სახლში, მე ამინდივით გზააბნეულ ნაბიჯებს ვითვლი, არეულია ეს ქალაქი, მით უფრო - ხალხი, შენზე ფიქრია ახლა სრული სიგიჟე თითქმის.
ბეჭებზე ვიხვევ გამოყოლილს ტაძრიდან მანდილს, წამოღებული აქვს საკმევლის სურნელი თითქოს, ალბათ შეშლაში ხელს შემიშლის ამ განცდის მადლი, სულში ჩაღწევას მოახერხებს მხრებიდან სითბო.
ჩამესმის ზარი, ქერუბიმთა გალობის დარი, ქარი კი მოჰგავს შესაწირი ბატკნების ბღავილს... ჩემი პატარა ხელჩანთიდან პოეტი ქალის ნაჩუქარ ლექსს და ორ გვირილას მოუჩანს თავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. გმადლობთ :)
გმადლობთ :)
27. ძლიერი და მშვენიერი ლექსია! ძლიერი და მშვენიერი ლექსია!
25. როი, მაგრად მიხარია, აქ რომ გხედავ და მით უფრო - ჩემს გვერდზე. :*
როი, მაგრად მიხარია, აქ რომ გხედავ და მით უფრო - ჩემს გვერდზე. :*
24. ჩამესმის ზარი, ქერუბიმთა გალობის დარი, ქარი კი მოჰგავს შესაწირი ბატკნების ბღავილს... ჩემი პატარა ხელჩანთიდან პოეტი ქალის ნაჩუქარ ლექსს და ორ გვირილას მოუჩანს თავი.
სტაბილურად კარგი ხარ სულ.
დღეს შენი წიგნი გადავიკითხე სხვათაშორის კიდევ ერთხელ.
ჩამესმის ზარი, ქერუბიმთა გალობის დარი, ქარი კი მოჰგავს შესაწირი ბატკნების ბღავილს... ჩემი პატარა ხელჩანთიდან პოეტი ქალის ნაჩუქარ ლექსს და ორ გვირილას მოუჩანს თავი.
სტაბილურად კარგი ხარ სულ.
დღეს შენი წიგნი გადავიკითხე სხვათაშორის კიდევ ერთხელ.
23. დიდი მადლობა, მიხარია... :)
დიდი მადლობა, მიხარია... :)
22. ყოველთვის სასიამოვნოა ამ გვერდზე შემოსვლა. ++ ყოველთვის სასიამოვნოა ამ გვერდზე შემოსვლა. ++
20. რა კარგია ^_^ რა კარგია ^_^
18. რა კარგია თე! :-* :) რა კარგია თე! :-* :)
17. უღრმესი მადლობა, ნემე. ძალიან მიხარია...
უღრმესი მადლობა, ნემე. ძალიან მიხარია...
16. ეს რა კარგი ლექსი გამომრჩენია,კომენტარს შემოვყევი...მიყვარს თეა თაბაგარის ლექსები მე. წარმატებები სულ,სულ...
ჩემი გულია ახლა წვიმის წვეთების სიმსხო, და გული ჩემი საქართველოსოდენა არის. ++ ეს რა კარგი ლექსი გამომრჩენია,კომენტარს შემოვყევი...მიყვარს თეა თაბაგარის ლექსები მე. წარმატებები სულ,სულ...
ჩემი გულია ახლა წვიმის წვეთების სიმსხო, და გული ჩემი საქართველოსოდენა არის. ++
15. ქალბატონო მზისო, გამახარეთ იმ დღეს :) დიდი მადლობა!
ქალბატონო მზისო, გამახარეთ იმ დღეს :) დიდი მადლობა!
14. "ჩემი გულია ახლა წვიმის წვეთების სიმსხო, და გული ჩემი საქართველოსოდენა არის."
ამიტომ მიყვარს ეს ავტორი. "ჩემი გულია ახლა წვიმის წვეთების სიმსხო, და გული ჩემი საქართველოსოდენა არის."
ამიტომ მიყვარს ეს ავტორი.
13. მუხა, უღრმესი მადლობა. მე თქვენი კომენტარები მიყვარს!
მუხა, უღრმესი მადლობა. მე თქვენი კომენტარები მიყვარს!
12. ძალიან მშვიდი, ტკბილი და გემრიელად კ ითხულობ ლექსს. მომწონს ავტორის პატრიოტული სული. ძალიან მშვიდი, ტკბილი და გემრიელად კ ითხულობ ლექსს. მომწონს ავტორის პატრიოტული სული.
11. მადლობა, ნათია :)
მადლობა, ნათია :)
9. მადლობა, ჯონათან. ძალიან კარგი ქეთევანის საღამოდან წამოვიდა ეს ლექსი და ამის შემდეგ, მისგან წამოვიდა ჩემკენ უმაგრესი ლექსი. :)
ვენი :)
მადლობა, ჯონათან. ძალიან კარგი ქეთევანის საღამოდან წამოვიდა ეს ლექსი და ამის შემდეგ, მისგან წამოვიდა ჩემკენ უმაგრესი ლექსი. :)
ვენი :)
8. რა კარგი ლექსი წამოსულა იმ პოეზიის საღამოდან :)
"ქარი კი მოჰგავს შესაწირი ბატკნების ბღავილს..."- ქარებისკენ ლამის გული მომიბრუნა ამ ფრაზამ :)
რა კარგი ლექსი წამოსულა იმ პოეზიის საღამოდან :)
"ქარი კი მოჰგავს შესაწირი ბატკნების ბღავილს..."- ქარებისკენ ლამის გული მომიბრუნა ამ ფრაზამ :)
7. ჩემი გულია ახლა წვიმის წვეთების სიმსხო, და გული ჩემი საქართველოსოდენა არის.++ ჩემი გულია ახლა წვიმის წვეთების სიმსხო, და გული ჩემი საქართველოსოდენა არის.++
6. ძალიან გმადლობთ ყველას...
ძალიან გმადლობთ ყველას...
5. რამხელა გული გაქვს თეა,რამხელა სამზერი და სიღრმე :* გენაცვალე <3:* რამხელა გული გაქვს თეა,რამხელა სამზერი და სიღრმე :* გენაცვალე <3:*
4. გულწრფელი განცდა, ლექსში ლამაზად ჩატეული...:-* გულწრფელი განცდა, ლექსში ლამაზად ჩატეული...:-*
3. და გული ჩემი საქართველოსოდენა არის. მშვენიერია და გული ჩემი საქართველოსოდენა არის. მშვენიერია
2. როგორი კარგი გოგო ხარ... როგორი კარგი გოგო ხარ...
1. მშვენიერია... მშვენიერია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|