აიხსნა კარავი. ადრიანი დილაა. ქალები: თვალები ყურყუმი, თმაზე მეტად შავი. ტანზე ხაბარდა ოთხკეცი, წითელი და მწვანე. სუნი,სუნამო, ოფლში არეული . ხელში სიგარეტი.წელზე ფართე ქამარი.დიდი ჯიბეები,თვალის ქვები. ყურებზე კონწიალა საყურე, წითელი პომადა, თითებზე ვერცხლი და ფერადი "ჯართი".
ცაზე ცისარტყელა.
კარავზე ფარდები, წითელი და მწვანე, როგორც ის ხაბარდა, თეძოს რომ უფარავს და ლამაზად არხევს. მკერდი დამალული, მაგრამ ათქვირებული. ხელში ატეხილი კარტი , ზღვისფერი ქვები და ბანქო .ზურგზე აკრული მეძუძური ბავშვი. მთელი დღე ერთი და იგივე.ყვირილი, ყაყანი, ტრიალი, ბზრიალი. ---შენს ქმარს სხვა ქალი არი! ---ბედი გაგეხსნას, მოდი, გითხრა! ---შენ ბევრი ფული იყოს, მომე ლარი, გიმკითხავო! ---მოდი , ჯადო არის ქალო! დაჭმუჭნული და ხელში გაოფლიანებული ბინძური ფული. შუადღე, სიცხე. ბაღის აუზი. ტანსაცმლით წუწაობა.სველი ტანისამოსი, მხრებზე და თეძო-მკერდზე ატმასნილი.
ცაზე ისევ ცისარტყელა.
სამჯერ გადახსნილი მკერდი , ოდნავ მიფარებული, შავი კერტებიდან ჩვილის დანაყრება.
საღამო, ბზრიალი, ტრიალი,ყაყანი, ხელში ატეხილი კარტი, ფერადი ქვები და ბანქო,სიგარეტი და ფერადი "ჯართი" ისევ კარავი. დახურული და უჰაერო, სიცოცხლესავით ყველასაგან მიტოვებული და უჩინარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სწორად აღწერილი. ++ სწორად აღწერილი. ++
9. თვალის ქვაა მე მგონი სწორი. აბა ქვის თვალი? სწორი მგონია "თვალის ქვა" :) თვალის ქვაა მე მგონი სწორი. აბა ქვის თვალი? სწორი მგონია "თვალის ქვა" :)
8. თვალის ქვები<<თუ პირიქით
სამჯერ გადახსნილი მკერდი , ოდნავ მიფარებული, შავი კერტებიდან ჩვილის დანაყრება.<<აქ ძალიან აშკარად იგრძნობოდა ლორთქიფანიძე
სათქმელი ითქვა, კი თვალის ქვები<<თუ პირიქით
სამჯერ გადახსნილი მკერდი , ოდნავ მიფარებული, შავი კერტებიდან ჩვილის დანაყრება.<<აქ ძალიან აშკარად იგრძნობოდა ლორთქიფანიძე
სათქმელი ითქვა, კი
7. მადლობა ყველას. მადლობა ყველას.
6. კარგი ხარ მარი.............2 მომეწონა მაგრად.......... კარგი ხარ მარი.............2 მომეწონა მაგრად..........
5. ძალიან კარგია ძალიან კარგია
4. კარგი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბოშების ნდობა არ შეიძლება .
კარგი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბოშების ნდობა არ შეიძლება .
3. https://www.youtube.com/watch?v=S0VjYW4EyUE აჰა შენ სიმღერად : ) დაკვრა არ ვიცი თორემ შენს მინიატურასაც გავასიმღერებდი : ) https://www.youtube.com/watch?v=S0VjYW4EyUE აჰა შენ სიმღერად : ) დაკვრა არ ვიცი თორემ შენს მინიატურასაც გავასიმღერებდი : )
2. ეს ლექსი არ ვიცოდი, მერაბო. მადლობა შენ,ოფლიანი ნაწერის მოწონებისთვის :D ეს ლექსი არ ვიცოდი, მერაბო. მადლობა შენ,ოფლიანი ნაწერის მოწონებისთვის :D
1. სუნი,სუნამო, ოფლში არეული ვგიჟდები ოფლიან ნაწერებზე, მალადეც ბუდულ, მე ამ საოცარმა მინიატურამ ანა კალანდაძის ეს ლექსი გამახსენა;
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები... რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი... ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები... შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი... მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის, ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს... ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური: -მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!.. ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი, განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს? მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...
და გმადლობ შენ ამისტვის :* სუნი,სუნამო, ოფლში არეული ვგიჟდები ოფლიან ნაწერებზე, მალადეც ბუდულ, მე ამ საოცარმა მინიატურამ ანა კალანდაძის ეს ლექსი გამახსენა;
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები... რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი... ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები... შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი... მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის, ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს... ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური: -მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!.. ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი, განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს? მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...
და გმადლობ შენ ამისტვის :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|