ო, როგორი დაღლილი ვარ ამდენი სიცილით, იმდენად, რომ თვალებში ცრემლი ჩაიზარდა, თითქოს შეკუმშული მაქვს კისკისისგან ეს პირი და მასზე უცნაური ნაკვალევი დარჩა.
ისე ძლიერ ვიცინე, დამჩემდა სიფერმკრთალე, (წინაპართა ფერწასული პორტრეტების მსგავსად), ამ გიჟური სიცილით ისე გადავიღალე, რომ მან მთელ ჩემს სხეულსაც უკვე დაღი დაასვა.
ო, როგორ დავიღალე! გეყოფა, დამაძინე, როგორც ტანჯვას სჩვევია, სიხარულით ვარ ავად, იშვიათად ხდება, რომ თქვან, თითქოს მოვიწყინე, ნუთუ ვერ მამჩნევ ახლა, რა ბედნიერს ვგავარ.
სტყუი! არ მაქვს უნდობლობა, არ მაწუხებს ეჭვი, არც მოუსვენრობა და შფოთვა, ტკივილები, ჩემს თვალებზე თუ ბრწყინავს სინოტივე ცრემლების, მხოლოდ იმის გამოა, რომ ვიცინე ბევრი.
DESPECHO
¡Ah, qué estoy cansada! Me he reido tanto, tanto, que a mis ojos ha asomado el llanto; tanto, que este rictus que contrae mi boca es un rastro extraño de mi risa loca.
Tanto, que esta intensa palidez que tengo (como en los retratos de viejo abolengo) es por la fatiga de la loca risa que en todo mi cuerpo su sopor desliza.
¡Ah, qué estoy cansada! Déjame que duerma; pues, como la angustia, la alegría enferma. ¡Qué rara ocurrencia decir que estoy triste! ¿Cuándo más alegre que ahora me viste?
¡Mentira! No tengo ni dudas, ni celos, Ni inquietud, ni angustias, ni penas, ni anhelos, Si brilla en mis ojos la humedad del llanto, es por el esfuerzo de reirme tanto...
Juana de Ibarbourou
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გაიხარეთ, მუხავ!..
გაიხარეთ, მუხავ!..
13. თავად ლექსის შინაარსი მიმზიდველია, მომწონს ,ძლიერი ქალები! თავად ლექსის შინაარსი მიმზიდველია, მომწონს ,ძლიერი ქალები!
12. სოლე, უღრმესი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის. :*
სათაურის შესახებ მაინტერესებდა, რადაგანაც თარგმანში მეწერა "იმედგაცრუება", მაგრამ არ მახსოვს, თავის დროზე მასწავლებელმა მითხრა ასე თუ რომელიმე ლექსიკონში ვნახე. ვფიქრობ, ლექსის შინაარსს ყველაზე მეტად შეესაბამება სხვა განმარტებათაგან, მაგრამ ზუსტად მინდოდა და "ბრაზი" მაინც სხვანაირად ჟღერს ქართულად... რაც შეეხება "ტკივილს", ეგ მიწერია pena-ზე. anhelo ვეღარ ჩავსვი რიტმში ალბათ. კიდევ ერთხელ გმადლობთ გულისხმიერებისა და რჩევებისთვის :)
აქვე, სულთმოფენობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
სოლე, უღრმესი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის. :*
სათაურის შესახებ მაინტერესებდა, რადაგანაც თარგმანში მეწერა "იმედგაცრუება", მაგრამ არ მახსოვს, თავის დროზე მასწავლებელმა მითხრა ასე თუ რომელიმე ლექსიკონში ვნახე. ვფიქრობ, ლექსის შინაარსს ყველაზე მეტად შეესაბამება სხვა განმარტებათაგან, მაგრამ ზუსტად მინდოდა და "ბრაზი" მაინც სხვანაირად ჟღერს ქართულად... რაც შეეხება "ტკივილს", ეგ მიწერია pena-ზე. anhelo ვეღარ ჩავსვი რიტმში ალბათ. კიდევ ერთხელ გმადლობთ გულისხმიერებისა და რჩევებისთვის :)
აქვე, სულთმოფენობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
11. თეა,ფეისზე ვნახე მოგიწერია და პირდაპირ აქ მოვედი:) რაც შეეხება სიტყვა -DESPECHO-ს ჩემი სიტყვებით გადმოვცემ, უკეთ გასაგები რომ იყოს, ნიშნავს წყენას, ბოღმას, ბრაზს,რომელსაც გამოიწვევს იმედგაცრუება, რაღაცის ან თუნდაც ვიღაცის მიღწევაში ხელის მოცარვის გამო(როცა მამაკაცი ქალს ღალატობს, ან მიატოვებს ან სხვა ქალის გამო დაამცირებს,ყველაზე მეტად ასეთ შემთხვევაში იხმარება "una mujer despechada"იმ მიტოვებული ქალის ბრაზის და ბოღმის გამოსახატავად :)ასე, რომ მთლად იმედგაცრუებასაც არ ნიშნავს იმედგაცრუების ესპანური შესატყვისია -desengaño.სიტყვა ბრაზი ყველაზე ზუსტად გამოხატავს ამ სიტყვას ქართულად:) ეხლა სხვა შენიშვნები,თუ ნებას დამრთავ,უფრო სწორად რჩევებს დავარქმევდი:)"დამჩემდა სიფერმკრთალე"---არა,იმიტომ რომ ამბობს, კონკრეტულად ახლა ვარ ფერმკრთალიო. asomado-გამოჩნდა,გამოიხედა, გამოჟონა...ამ შემთხვევაში,"ჩაიზარდა" არ მგონია აქ უპრიანი. -rictus-დაახლოებით ჩვენ რომ "მიმიკას" ვეძახით,ისაა."es por la fatiga de la loca risa que en todo mi cuerpo su sopor desliza"-აქ, "სიცილმა ისე გამომფიტა, რომ მთელი სხეული დამიბუჟაო"."pues, como la angustia, la alegría enferma."-"ტანჯვის მსგავსად, სიხარულსაც შეუძლია დაგაავადოსო."¿Cuándo más alegre que ahora me viste?---"ამაზე უფრო მხიარული როდის გინახივარო?""anhelo"-"რაღაცის ძლიერი სურვილი" შენ ტკივილად გაქვს ნათარგმნი. და ბოლოს, ლექსის ლირიკული გმირი, ქალი,რომელიც გრძნობს, რომ "მან" უღალატა,სხვაში გასცვალა.ის ამაყია,ბრაზი ახრჩობს, მაგრამ თვალთმაქცობს, ცდილობს, რომ "მან"არ შენიშნოს მისი "დესპეჩო" და ნიღბავს მოჩვენებითი სიცილით და მხიარულებით.მოკლედ არ ვიცი რამდენად დაგეხმარე, ვეცადე,კი:):* თეა,ფეისზე ვნახე მოგიწერია და პირდაპირ აქ მოვედი:) რაც შეეხება სიტყვა -DESPECHO-ს ჩემი სიტყვებით გადმოვცემ, უკეთ გასაგები რომ იყოს, ნიშნავს წყენას, ბოღმას, ბრაზს,რომელსაც გამოიწვევს იმედგაცრუება, რაღაცის ან თუნდაც ვიღაცის მიღწევაში ხელის მოცარვის გამო(როცა მამაკაცი ქალს ღალატობს, ან მიატოვებს ან სხვა ქალის გამო დაამცირებს,ყველაზე მეტად ასეთ შემთხვევაში იხმარება "una mujer despechada"იმ მიტოვებული ქალის ბრაზის და ბოღმის გამოსახატავად :)ასე, რომ მთლად იმედგაცრუებასაც არ ნიშნავს იმედგაცრუების ესპანური შესატყვისია -desengaño.სიტყვა ბრაზი ყველაზე ზუსტად გამოხატავს ამ სიტყვას ქართულად:) ეხლა სხვა შენიშვნები,თუ ნებას დამრთავ,უფრო სწორად რჩევებს დავარქმევდი:)"დამჩემდა სიფერმკრთალე"---არა,იმიტომ რომ ამბობს, კონკრეტულად ახლა ვარ ფერმკრთალიო. asomado-გამოჩნდა,გამოიხედა, გამოჟონა...ამ შემთხვევაში,"ჩაიზარდა" არ მგონია აქ უპრიანი. -rictus-დაახლოებით ჩვენ რომ "მიმიკას" ვეძახით,ისაა."es por la fatiga de la loca risa que en todo mi cuerpo su sopor desliza"-აქ, "სიცილმა ისე გამომფიტა, რომ მთელი სხეული დამიბუჟაო"."pues, como la angustia, la alegría enferma."-"ტანჯვის მსგავსად, სიხარულსაც შეუძლია დაგაავადოსო."¿Cuándo más alegre que ahora me viste?---"ამაზე უფრო მხიარული როდის გინახივარო?""anhelo"-"რაღაცის ძლიერი სურვილი" შენ ტკივილად გაქვს ნათარგმნი. და ბოლოს, ლექსის ლირიკული გმირი, ქალი,რომელიც გრძნობს, რომ "მან" უღალატა,სხვაში გასცვალა.ის ამაყია,ბრაზი ახრჩობს, მაგრამ თვალთმაქცობს, ცდილობს, რომ "მან"არ შენიშნოს მისი "დესპეჩო" და ნიღბავს მოჩვენებითი სიცილით და მხიარულებით.მოკლედ არ ვიცი რამდენად დაგეხმარე, ვეცადე,კი:):*
10. ჰო, ზაზა, 2007-ისაა. გმადლობთ. :)
ჰო, ზაზა, 2007-ისაა. გმადლობთ. :)
8. კარგია, მართალია ძველიაო ამბობს ავტორი.... კარგია, მართალია ძველიაო ამბობს ავტორი....
7. ძველია, ემი... :* მადლობა, ნემე. :)
ძველია, ემი... :* მადლობა, ნემე. :)
6. ესპანური მე არ ვიცი,მაგრამ ძალიან კარგად ნათარგმნი რომაა ამას ვხვდები.ლექსი-ლექსად მომეწონა.რიტმულად იკითხება,წარმატებები ++ ესპანური მე არ ვიცი,მაგრამ ძალიან კარგად ნათარგმნი რომაა ამას ვხვდები.ლექსი-ლექსად მომეწონა.რიტმულად იკითხება,წარმატებები ++
5. თეო... : ) არ ველოდი... მაგარია... თეო... : ) არ ველოდი... მაგარია...
4. ჰო, სოლე ვიცი, მაგრამ ვეღარ ვხედავ აქ ბოლო დროს... მივწერ მაინც. გმადლობთ, ნეფერტარ. :)
ჰო, სოლე ვიცი, მაგრამ ვეღარ ვხედავ აქ ბოლო დროს... მივწერ მაინც. გმადლობთ, ნეფერტარ. :)
3. თეა, სოლემ იცის კარგად ესპანურიიი...
მე კი ქართული ვერსია მომეწონა და... თეა, სოლემ იცის კარგად ესპანურიიი...
მე კი ქართული ვერსია მომეწონა და...
2. გმადლობ, სხვა სამყაროვ. :) ესპანურის მცოდნე თუ გამოჩნდება ვინმე, იქნებ მომწეროთ, რაღაც თხოვნა მაქვს. :)
გმადლობ, სხვა სამყაროვ. :) ესპანურის მცოდნე თუ გამოჩნდება ვინმე, იქნებ მომწეროთ, რაღაც თხოვნა მაქვს. :)
1. დედანს ვერ შევადარებ, სამწუხაროდ,მაგრამ თარგმანი მომეწონა-კარგად მოტანილი განწყობა! + + დედანს ვერ შევადარებ, სამწუხაროდ,მაგრამ თარგმანი მომეწონა-კარგად მოტანილი განწყობა! + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|