ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2014


ლექსი სახელად M

კვლავ ვიცოცხლებ თუ დავეცი ან თუ დავიღუპე,
თმაში ჩაწნილ მინდვრის ფანტელს აშრიალებს ნოტი,
მთვარე მოკვდა, მთვარე მოკვდა დაშრა სხივთა გუბე,
ახლა ზის და ლექსებს გიწერს შენი სულის ლოთი.

ახმობს ვარდებს მზე მცხუნვარე ქარი ფერფლად ფანტავს,
შთაგონების ფერად ბაღში მოვაგროვებ გირჩებს
ვუყურებ და შენ გამგვანებ აყვავებულ ატამს,
უშენობის შავი ჭირი სულში წყლულებს მიჩენს.

მთათა რიგებს ღრუბლის ჭინკებს ვერვინ იგებს ჩემსას,
ვით გვალვიან მიწას წვიმა მინდა შენი ცრემლი,
სტკივათ ლექსებს, სტკივათ მაგრამ ვერ გაიგებ კვნესას,
მე ჰაერმაც მიღალატა მომეშველე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს