ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2014


(როცა ნელი ნაბიჯით მოვდივარ)

როცა ნელი ნაბიჯით მოვდივარ
და როცა მომყვება მანქანა ნელი სვლით,
ვიწყებ ათვლას,
ველოდები სროლის ხმას,
ზურგი გამზადებულია ტყვიის მოსახვედრად...

მე, შენ დაგპირდი,
რომ არ მიგატოვებ...
ვეჭვობ - მიტოვების მიზეზი
ზურგში გავლილი ტყვია იყოს...

მაგ დროს უგონოდ დავეცემი,
მაგრამ დაცემის შემდეგაც
შენსკენ წამოვიწევი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები