 | ავტორი: თუში ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2014 |
ათასწლეული რომ მეცხოვრა შენს გაცნობამდე, ვერ ვიტყოდი რომ მიცხოვრია ამქვეყნად. მეთქი, ჩემო ლამაზო მინდა დედა ღვთისა გლოცავდეს, კუნძულზე მხოლოდ სამნი ვიყოთ: მე, შენ და ღმერთი. მსურს გვახარებდეს ერთმანეთის ტუჩზე ღიმილი, სევდა იქნება დაფარული? ვიგრძნოთ უსიტყვოდ, რომ არასოდეს არ მენახოს შენი ცრემლები, თქვან ერთმანეთი მარადიულ გრძნობად უღირთო. მე შენთვის მინდა, მეცხრე ზეცაც, ედემის ბაღიც, ეს გულიც ჩემი სიყვარულის კოცკონით ცამდე, მე შენთვის მინდა დედამიწის ყველა სიკეთე, შენს სადღეგრძელოს მაგ ბაგისფერ ღვინით რომ ვსვავდე. რად მინდა ღვინო, ერთი შენი შეხვედრაც მათრობს, რის ნარკოტიკი, შენი ხმა მგვრის მე ნეტარებას, მაშინაც შენზე ვიქნები კვლავ შეყვარებული, როცა ჭაღარა საფეთქლებში შემეპარება. შენ მერცხალივით შემოფრინდი ჩემს ცხოვრებაში, და ააბორგე, ამოაგდე გული ბუდიდან, მართლაც ქალღმერთო, ხომ გამხვიე ტრფობის მორევში, აღარ გაგიშვებ არასოდეს ჩემი ფუძიდან
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ლამაზია ძალიან... ლამაზია ძალიან...
7. ერეკლეეეეეეეეე :** მომწონს ** ერეკლეეეეეეეეე :** მომწონს **
6. კუნძულზე მხოლოდ სამნი ვიყოთ: მე, შენ და ღმერთი. კუნძულზე მხოლოდ სამნი ვიყოთ: მე, შენ და ღმერთი.
5. ეკე მაგარი ხარ ძმა :* ეკე მაგარი ხარ ძმა :*
3. მართლაც ქალღმერთო, ხომ გამხვიე ტრფობის მორევში, აღარ გაგიშვებ არასოდეს ჩემი ფუძიდან
სიტყვა- სიტყვაა! :) ++ მართლაც ქალღმერთო, ხომ გამხვიე ტრფობის მორევში, აღარ გაგიშვებ არასოდეს ჩემი ფუძიდან
სიტყვა- სიტყვაა! :) ++
1. მჯერა ასეთი სიყვარულის. საუკეთესო ლექსია 5. მჯერა ასეთი სიყვარულის. საუკეთესო ლექსია 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|