 | ავტორი: თუში ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2014 |
რატომ ვწერ მინორში? ალბათ რაღაც მტკივა, ვიცი ხასიათიც უკვე შემეცვალა, კარგად დავუფიქრდი გავლილ ბილიკებს და, ვხვდები ცხოვრებაში ბევრი შემეშალა. მაგრამ უცოდველი ნეტავი ვინ არის, არ მაქვს პრეტენზია უფალს მივედარო, იქნებ მოხვიდე და შენთან წამიყვანო, ცათა სასუფევლის უკვდავო მხედარო. თუ უცოდველი ხარ მოდი და მესროლე, ვინც არ უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ყველამ მომიტევეთ თუ რამე შეგცოდეთ, როცა გამაცილებთ მითხარით შენდობა. რატომ მტკივა სული ვეღარ გამიგია, თვალებს უძილობა რად დაეპატრონა, მე ხომ გულის კარი თქვენთვის გამიღია, არადა ჩემს ხელებს ტყვიის სურს გასროლა. ღმერთმა დამიფაროს, არ თქვათ რომ ვწუწუნებ, უბრალოდ ვერ ვიგებ სიმართლე სად არის, "საზოგადოებავ" გამოდი ცენტრში და თქვი შენ რომელი გყავს იესოს სადარი. ალბათ მკრეხელობა მაინც არ გეყოფა, გამკიცხავ, განმსჯი და თან დასჯას ეცდები, მე ეგ არ მაშინებს, ღიად გეუბნები, ვინც მკიცხავთ, - არავის მოსჭამოთ ფეხები. ჰა უცოდეველებო თქვენი ხმა არ მესმის, მოდით დაუდექით გრიგალს ამ ქვეყნიურს, მინორით დავიწყე, მაჟორზე ვამთავრებ, და სულაც არ ვეძებ დიდებას ზეციურს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მე ხალხს ვხედავ. საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი. მიშას რომ ეგონა ისიც მე ვარ და ესეც მე ვარო - არ ყოფილა ეგრე ხომ ნახეთ? ვინც ხალხის წინააღმდეგ წავა, ის ხალხის მიერ გაითელება.
ხალხს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, თორემ სანაგვეზე მოგისვრიან ვეფხისტყაოსანი ხელახლაც რომ დაწეროთ. მე ხალხს ვხედავ. საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი. მიშას რომ ეგონა ისიც მე ვარ და ესეც მე ვარო - არ ყოფილა ეგრე ხომ ნახეთ? ვინც ხალხის წინააღმდეგ წავა, ის ხალხის მიერ გაითელება.
ხალხს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, თორემ სანაგვეზე მოგისვრიან ვეფხისტყაოსანი ხელახლაც რომ დაწეროთ.
6. სადაა საზოგადოება? ბრბოს მეტს ხედავ ვინმეს? სადაა საზოგადოება? ბრბოს მეტს ხედავ ვინმეს?
4. კი კარგად იქნება კი კარგად იქნება
3. რახან მაჟორზე ამთავრეთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება)) რახან მაჟორზე ამთავრეთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება))
2. კიი ნამდვილად ასე იყო კიი ნამდვილად ასე იყო
1. იმედი ამის ფურცელზე გადმოტანამ შვება მოგგვარათ უფალი შეგეწიოთ წარმატებები იმედი ამის ფურცელზე გადმოტანამ შვება მოგგვარათ უფალი შეგეწიოთ წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|