ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2008


საახალწლო მისალოცი


ისევ ვანათებ...
ვიგვიანებ მისვლას,
წამოსვლას...
საათზე მეტად ნერვიული
გავრბივარ ისევ, -
მარცხენა მხარი მტკივა, მაგრამ არაფერია, -   
მარცხენა მხარეს,
სადაც შენი შესახვევია, 
ყველაზე ხშირად ვეჯახები გამვლელ-გამომვლელს...
- ვწუხვარ, ბატონო, მაპატიეთ, წვიმა გფარავდათ...
სახლშიც,
ქუჩაშიც,
სამსახურშიც
ვანათებ ისევ, -
რისი ბრალია?..
წუხელ, ძილის წინ,
ძველი წელი სკივრში ჩავკეცე,
შენი სახელი წავაწერე
დაორთქლილ მინას,
ხომ მგავს? -
დიდი და უცნაური მისალოცია... 
გილოცავ, კარგო...
გიგზავნი თვალებს - 
ორ პატარა ციცინათელას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები