ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალტონიკი
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2014


დაკარგული სიყვარული

მე შენ შეგპირდი მუდამ მეყვარები
ახლა ეს სიტყვები უკან მიბრუნდება ,
როცა გიყურებ ისევ მიყვარდები ,
მაგრამ სხვისი ხარ აღარ მიბრუნდები
ვიცი გაზაფხული შენს თავს მომაგონებს
ვიცი ეს ფიქრები შენს თავს მომანდომებს ,
თითქოს ყველაფერი სიზმრად გადამხდა
სამართლიანია ოცნება არ ახდა.
სხვაზე გატაცება გრძნობის გადაცემა
ვნების ამოხეთქვა და სულის დაცემა
შენ არ მაპატიე წახვედი მასთან
მე კი ვერ ვბედავ , რომ ვიყო სხვასთან
ცისარტყელამაც დაკარგა ფერი
შავთეთრი გახდა ეს ყველაფერი
ვიცი ფიქრიც კი შეგძულდა ჩემზე
მაგრამ რა ვქნა . რომ მე ვფიკრობ შენზე .
შავი თვალ-წარბი ხვეული თმები
შენზე ფიქრებში თითქოს მე ვთბები
გრილი ხელები და თბილი გული
ვხვდები , რომ ძლიერ მძიმდება სული .
მე მინდა იყო კვლავ ბედნიერი
და არ იცვალო შენი იერი
მე დამნაშავე შენ გიხდი ბოდიშსს
და კვლავ გავბედავ მე შენთვის ლოდინს !



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები