ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2014


ორი ღამე

მკვლელო ღამეო ვეღარ გამკრავ ტიტანის ეშვებს
არ წაგიკითხავ აღარასდროს სევდის ბარათო
ამ ქვესკნელიდან მინდა ახლა ამონი იშვეს
და მოკაშკაშე სიყვარულმა გამოანათოს

აქ მოლოდინის უხილავი უკრავს კითარა
ცაას მოჰფენია საწუხარი შავი ქაფივით
მე გადავრჩები თუ ერთხელაც გამოიდარა
ხმაურობს ზეცა ხმაჩამწყდარი ტელეგრაფივით

ქარმა მოხვეტა ოცნებები ჩამოცვენილი
თეთრ აივნებზე შეარხია ჭრელი სამოსი
მისმა ქროლებამ დამიკარგა შენი წერილი
და მიწის სხეულს ამოჰგლიჯა ის კვიპაროსი

ვაჩერებ ისევ პოეტურად ხუთის ნახევარს
და დაქანცული მივადგები ლექსის ხარაჩოს
ვერ შემოგბედავ ვერასოდეს ტრფობის გამხელას
ვფიქრობ და ღამე უსასრულო სარკმელს დარაჯობს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს