ადამიანი მარტოობისთვისაა განწირული. ცხოვრების გზაზე შეიძლება ბევრს შევხვდეთ, ბევრთან ერთად გავატაროთ დიდი დრო, მაგრამ საბოლოოდ ყველა მარტო ვრჩებით. ჯვრისწერის დროსაც კი ვამბობთ: სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს. ყველას ჭირდება სხვა, სიკეთისთვის ან ბოროტებისთვის, თანადგომისთვის. სიხარული არაფერს ნიშნავს მანამ, სხვა არ გაიზიარებს. ყველას ჭირდება სხვა. ყველას ეშინია მარტოობის, სიკვდილიც მარტოობის გამოა ასეთი საშიში, რადგან არ იცი, მართლაც არის თუ არა სიცოცხლის იქით ის მეორე, უსასრულო სიცოცხლე, არ იცი, დაგხვდება თუ არა ვინმე სიკვდილის შემდეგ. სიკვდილივით ბნელი და საშიშია მარტოობა და ყველა გაურბის მას, ყველას ახრჩობს ეს შიში და მოსვენებას არ აძლევს. ყოველთვის ვითხოვთ სხვებისგან ერთგულებას, თანაგრძნობას, ამის გარეშე არ შეგვიძლია. ადამმაც კი ვერ გაძლო მარტო, ვერ მოერია მარტოობას სამოთხეში, ედემის ბაღში. მშვენიერია როცა გვერდში გყავს ადამიანი, რომელსაც ენდობი, მისი იმედი გაქვს, იცი, რომ ერთმანეთისთვის თავს გადადებთ და იცი, რომ ისიც ასე ფიქრობს. მშვენიერია, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ, მაგრამ სამოთხეც კი არაფერია, როცა მარტო ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა +++ "სამოთხეც კი არაფერია, როცა მარტო ხარ" წარმატებები ავტორს. მომეწონა +++ "სამოთხეც კი არაფერია, როცა მარტო ხარ" წარმატებები ავტორს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|