(არ ვიცი - რა ჟანრი)
რელაქს - სიზმარი ვნახე. ბინდდებოდა. უზარმაზარი ხის ძირში იჯდა მოხუცი კაცი. ბანალურად გაიჟღერებს,მაგრამ, მართლაც თეთრი წვერი ჰქონდა. ვეღარც ხედავდა თითქოს უკვე კარგად. ხელით მოიყვანეს ამ ხემდე. ახალგაზრდებს ეხუმრებოდა. იცინოდნენ. თან ხის ტოტებზე ჰკიდებდნენ ლამფებს. ნათდებოდა ეს ხე შიგნიდან, თითქოს. თენდებოდა, თითქოს, ეს ხე შიგნიდან. იქვე ვიჯექი. არ მევალებოდა ლაპარაკი. არც ფიქრი მევალებოდა. უბრალოდ ისეთი რბილი სიმყუდროვე იდგა, რომ თავისით მოდიოდა ფიქრის განწყობა. ერთი გოგო მომიჯდა და აქ ზუსტად იმას იპოვი, რასაც ეძებ და გჭირდება შენო. დამშვიდდები და დალაგდებიო. მერე, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ღიმილით გამიღიმა. არც გამკვირვებია მისი სიტყვები, იმიტომ, რომ თავიდანვე ამ ხესთან და ამ ადგილას მაგის გამო მოვედი, ვითომ, სიზმარში. სიმშვიდისთვის და თავში ქაოსების დალაგებისთვის, უფრო სწორად, თავიდან ქაოსების განდევნისთვის. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეა და სიზმარიც ვერ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. ხოდა, დამირეკეს მობილურზე. გავერიდე იმ ხეს, მე დამირღვიეს სიჩუმე,კი ბატონო, მაგრამ, დანარჩენებს მაინც არ შევუშალო ხელი-მეთქი. ბიჭის ხმაა. -ნათო, როგორ ხარ? ხომ არ იცი, აი, ის დიდი მიტინგები და არეულობა როდისთვისაა დაგეგმილი- ნოემებრში თუ დეკემბერშიო - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვისო?! - ნერვებს მიშლი, საქართველოს დამოუკიდებლობას ან 9 აპრილს აღვნიშნავთ, ან 26 მაისს-მეთქი. ეგ კი უნდა იცოდე აქამდე-თქო. - ეგ ორივე დავკარგეთ უკვე და ახალი დღე გვჭირდებაო. ........ სიზმარშივე მივხვდი რომ ვერასდროს, ვერასოდეს დავლაგდები და არ მეღირსება, ეგ ამბავი, სანამ ქვეყანა არ დალაგდება. (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ). რაც არ უნდა ვთქვა რომ არ მენაღვლება, ფეხზე მკიდია უკვე და დავიღალე ამ ყველაფრისგან-თქო - ქვეცნობიერად სწორება მაინც ზუსტად ამ ამბავზე და ქვეყანაზე მაქვს და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩემს ყოველდღიურობაზე.
ის ხე თუ უჩემოდ გახმა და ჩაუქრა ლამფები - ის თქვი, მერე, შენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. რაც გენაღვლება და რასაც განიცდი, სიზმარშიც მშვენივრად ასახავ.
მომეწონა! რაც გენაღვლება და რასაც განიცდი, სიზმარშიც მშვენივრად ასახავ.
მომეწონა!
21. სუფთა ლიტერატურული კუთხით თუ გეტყვი, ისეთი სიზმრების კითხვა მიყვარს, პირდაპირ იქ რომ ხდება მოქმედება და ,,აქედან" რომ არ ეხმიანები და არ აკეთებ ,,ჩამატებებს" =) სუფთა ლიტერატურული კუთხით თუ გეტყვი, ისეთი სიზმრების კითხვა მიყვარს, პირდაპირ იქ რომ ხდება მოქმედება და ,,აქედან" რომ არ ეხმიანები და არ აკეთებ ,,ჩამატებებს" =)
20. ვნახავდი მეც ასეთ სიზმარს რომ ვიძინებდე. :) 5.
ვნახავდი მეც ასეთ სიზმარს რომ ვიძინებდე. :) 5.
19. მეამაყები! 5 მეამაყები! 5
16. ნათი... შეუდარებელი ხარ შენ ნათი... შეუდარებელი ხარ შენ
15. პატრიოტული სიზმარი ...
არ გახმება ის ხე ..
დალაგდება ქვეყანა .. დავალაგებთ ჩვენ .. პატრიოტული სიზმარი ...
არ გახმება ის ხე ..
დალაგდება ქვეყანა .. დავალაგებთ ჩვენ ..
14. ნათი! სიზმარშიც მაგარი ხარ და ცხადშიც ;) :) ნათი! სიზმარშიც მაგარი ხარ და ცხადშიც ;) :)
13. ვეთანხმები 1 კომენტარს:) ვეთანხმები 1 კომენტარს:)
11. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და სხვას ჭკუა არ უნდა ასწავლოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და სხვას ჭკუა არ უნდა ასწავლოს.
10. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქალია ამ ნაწერის ავტორი. მსგავსი რეპლიკები არაა ლამაზი. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქალია ამ ნაწერის ავტორი. მსგავსი რეპლიკები არაა ლამაზი.
9. როგორც ყოველთვის, ნათო.. ფეხის სუნივით მძაფრია როგორც ყოველთვის, ნათო.. ფეხის სუნივით მძაფრია
8. ოპერეტაა. :)) ოპერეტაა. :))
7. მძაფრსიუჟეტიანი დრამაა :) მძაფრსიუჟეტიანი დრამაა :)
6. ჟანრი რა ბედენაა, სათქმელი მოვიდა ლამაზად და მისტიურად. აქაც ვიმეორებ:"კაკალ გულში მომახვედრე" და გმადლობთ! ჟანრი რა ბედენაა, სათქმელი მოვიდა ლამაზად და მისტიურად. აქაც ვიმეორებ:"კაკალ გულში მომახვედრე" და გმადლობთ!
5. არაა მისტიკა.
მადლობა მკითხველს. არაა მისტიკა.
მადლობა მკითხველს.
4. "სიზმარშივე მივხვდი რომ ვერასდროს, ვერასოდეს დავლაგდები და არ მეღირსება, ეგ ამბავი, სანამ ქვეყანა არ დალაგდება"
ჰო ასეა... გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, მიბმული ვართ ჩვენ ჩვენ ქვეყანას...:-* "სიზმარშივე მივხვდი რომ ვერასდროს, ვერასოდეს დავლაგდები და არ მეღირსება, ეგ ამბავი, სანამ ქვეყანა არ დალაგდება"
ჰო ასეა... გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, მიბმული ვართ ჩვენ ჩვენ ქვეყანას...:-*
3. სიზმარი ჟანრი არაა ჯონათან. სიზმარი მგომარეობაა. ჟანრს რაც შეეხება, მისტიური ხასიათისაა. სიზმარი ფანტასტიკისა და მისტიკის შუაშია გამაგრებული. სასურველი იქნება გრამატიკის იქითაც, ცოდნა რაღაცეების. ნაწერი ცუდი არაა. ++ სიზმარი ჟანრი არაა ჯონათან. სიზმარი მგომარეობაა. ჟანრს რაც შეეხება, მისტიური ხასიათისაა. სიზმარი ფანტასტიკისა და მისტიკის შუაშია გამაგრებული. სასურველი იქნება გრამატიკის იქითაც, ცოდნა რაღაცეების. ნაწერი ცუდი არაა. ++
2. შემიძლია გუსტავის ნომერი დაგიტოვო. შემიძლია გუსტავის ნომერი დაგიტოვო.
1. ჟანრი- სიზმარი :)
ქვეცნობიერი არასდროს ტყუის, არ ცდება.
ის გათენებული ხეც ხომ ნიშნავს რაღაცას.
ჟანრი- სიზმარი :)
ქვეცნობიერი არასდროს ტყუის, არ ცდება.
ის გათენებული ხეც ხომ ნიშნავს რაღაცას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|