ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2014


მაგდა ბეჟანიშვილს

იმღერე, დაბურძგლოს ტანში დედამიწას,
ტაომ დააყაროს ამაყ კავკასიონს,
უმღერე სიყვარულს, სამშობლოს, საფიცარს,
რომ ქართულმა სულმა მტრები გააქციოს.

იმღერე ისე რომ მოსწყურდეს მდინარეს,
თავის გულისსწორთან ალერსით თამაში,
იმღერე ისე რომ ჭორიკანა ქალებს,
აღარც გაახსენდეთ უაზრო კამათი.

იმღერე ისე რომ სამყარო გაჩერდეს,
შენ სულ ასე მღერი, საოცარს რასა გთხოვ.
იმღერე, ყმაწვილი, ტრფობისთვის გახელდეს,
ჩიტებმა გალობის უნარი დაკარგონ.

აავსე ქალაქი სიკეთის ჰანგებით,
რომ აღარ მოუნდეს არავის გინება,
იმღერე რომ მაგ ხმამ დააფრთხოს ქარები,
ღრუბლები დახიე ნამცეცა ფთილებად.

უმღერე მშვიდობას და ციცქნა პაწიებს,
ვერავინ გაბედოს მათი წყენინება,
მიდი იავნანა ზეცამდე ასწიე,
ეს შენი ვალია, ეს ღმერთმა ინება.

არ ჩუქნის უფალი ღვთიურ ნიჭს უბრალოდ,
და შენ რჩეული ხარ არ უნდა კამათი.
გთხოვ არ ითავმდაბლო, საჩუქრად მიიღე,
ჩემგან მეგობრული, ეს მცირე ბარათი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები