 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2014 |
ცა,ცის კი არა-შენი ფერია, მე ვარ წყვდიადი,ანუ ვარ ღამე, უკვე ცრემლებიც გამომელია, მა, იცი როგორ გადავიღალე?!
უნდა გავთენდე,შენით გავთენდე, უნდა დამთავრდეს ღამის თარეში, ჩემს ძვლებს სარეცხის თოკზე გაფენენ, და დამტოვებენ სულის გარეშეც,
თუ არ ინათა,თუ არ ინათე, თვალებს დამთხრიან, ალბათ ქარები, საკუთარ თავთან-თავს ვერ ვიმართლებ, ასე,მხდალივით მივიპარები
საიქიოში,უნდა მიშველო, მა,შენს სუნთქვაში უნდა დამმალო,, თორემ ხეები ტოტებს იშვერენ, და დაიყივლებს მალე მამალიც,
მე გამყიდიან,არც გათენდება, მე არ ვარ ქრისტე-შენ ხარ მესია, ცას შენი ფერი თუ არ ედება, რომ არ გავთენდე უკეთესია,
მა,იცი?ღმერთიც შენი ფერია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რა თბილი და გულისამაჩუყებელი ლექსია...:-* რა თბილი და გულისამაჩუყებელი ლექსია...:-*
8. გული ამიჩუყა ...
მომეწონა .. გული ამიჩუყა ...
მომეწონა ..
7. ყოჩაღ ავთო + ყოჩაღ ავთო +
6. მომწონს ძალიან.
მომწონს ძალიან.
5. ვიცოდი ეს, კარგი ხარ ლიპო ++ ვიცოდი ეს, კარგი ხარ ლიპო ++
3. გულიდან წამოსული ლექსია გულიდან წამოსული ლექსია
2. კარგი ხარ ავთო... 5 კარგი ხარ ავთო... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|