ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2014


შენი აკლდამა

                         

სულში ავაგე მონატრების სარკოფაგები,
ნისლის სუდარა მოვაფარე მხრებზე ალიონს,
ბუხართან მჯდომი, წარმოგიდგენ სასოწარკვეთილს
და გავაბოლებ ბრაზიანად დარდის ყალიონს.

წუხელ სიზმრებმა მომიტანეს შენი სურნელი,
და გამებზარა დავიწყების შენის - აკლდამა,
გამოვიჭირე, რომ ფიქრებში თურმე სულ გელი,
და შენი დიდი სიყვარული გულით თან დამაქვს.

ვერ შეველიე წარსულსა და აწმყოში მომაქვს,
იმედის ხეზე ჩამოთლილი ნორჩი კვირტები,
მოგიტან სითბოს, იმ დღეების სურნელი რომ აქვს...
ასე წლის შემდეგ.,- უპეებში ჩაგიბინდდები.

სულში ავაგე მონატრების სარკოფაგები,
ნისლის სუდარა მოვაფარე მხრებზე ალიონს,
ბუხართან მჯდომი, წარმოგიდგენ სასოწარკვეთილს
და გავაბოლებ ბრაზიანად დარდის ყალიონს.

24.06.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები