ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია კიმოთიძე
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2014


თოვლში იები არ არი



მე აღარავის მივუძღნი ლექსებს!
ვამბობ და გულში არც  ჯერა.
ალბათ თოვლში იებს დავეძებ,
ის რაც წმინდაა არ წყდება.

ო, როგორ მინდა,
                სუფთა ფურცლად გადაგაქციო,
სულ ყველაფერი დავანგრიო,
                                        რაც შემიქმნია,
ოღონდ როგორმე
                შვილი შენგან გადავარჩინო,
აღარც ყვირილი, არც სიმშვიდე არ შემიძლია!

სულ მიიჩქარი,
            რომ ცხოვრებას სადღაც გაასწრო,
სულ მიიჩქარი,
            სულ გგონია დაგაგვიანდა.
წამით გაჩერებს რეალობა,
                                  ხედავ გაგასწრო,
რასაც ეძებდი,
            შეუმჩნევლად გვერდს ჩაგიარა.


ქალებო გულებს მოვუფრთხილდეთ,
                                                  შვილებს ვჭირდებით!
არ გვაქვს უფლება რომ ცრემლები
                                                    ქვიშად ვაქციოდ.
მასწავლეთ ვინმემ,
                      როგორ ვიყო ისე ძლიერი,
რომ ვეღარასდროს,
                        ვეღარავინ ვერ ამატიროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები