 | ავტორი: ჰელლადოს ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2014 |
გამხმარ ტოტებს ჩაუხერგავთ ჭიშკარი, აქანავებს ხეზე ქარი თოჯინებს. მე კი მახსოვს მაშინ როგორ მითხარი, რომ ყველა ომს, ყველა ბრძოლას მოიგებ.
ყველა ღმერთი, ტიტანი თუ ეშმაკი მთელი მათი ღვთაებით და ნიჭითურთ, მეგონა, ვერ გვაჯობებდნენ ვერაფერით, ჩვენს ცას ვქმნიდით ღვთაებრივს და მითიურს.
ყოველ ღამით ვიღაც გადის სახლიდან და სისხამზე თოვლში ვეძებ ნაკვალევს, თვალებს ვხუჭავ და უმიზნოდ გავრბივარ, ვფიქრობ, თოვლი გამომიტანს განაჩენს.
და დღითითღე იხერგება ჭიშკარი, უმუქდებათ წინსაფრები თოჯინებს, შენ დამპირდი, შენ ხომ გულით მითხარი, რომ ყველა ომს, ყველა ბრძოლას მოიგებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა თქვენ, გაიხარეთ :)) <3 მადლობა თქვენ, გაიხარეთ :)) <3
5. წარმატებას გისურვებთ. წარმატებას გისურვებთ.
4. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
3. ყოველ ღამით ვიღაც გადის სახლიდან და სისხამზე თოვლში ვეძებ ნაკვალევს, თვალებს ვხუჭავ და უმიზნოდ გავრბივარ, ვფიქრობ, თოვლი გამომიტანს განაჩენს
იგრძნობა რაღაც ჭილაძისეული ++ ყოველ ღამით ვიღაც გადის სახლიდან და სისხამზე თოვლში ვეძებ ნაკვალევს, თვალებს ვხუჭავ და უმიზნოდ გავრბივარ, ვფიქრობ, თოვლი გამომიტანს განაჩენს
იგრძნობა რაღაც ჭილაძისეული ++
2. თოჯინები ხეებზე. ფილმივით აიშალა თოჯინები ხეებზე. ფილმივით აიშალა
1. ყოველ ღამით ვიღაც გადის სახლიდან და სისხამზე თოვლში ვეძებ ნაკვალევს ++ ყოველ ღამით ვიღაც გადის სახლიდან და სისხამზე თოვლში ვეძებ ნაკვალევს ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|