ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2014


(არავინ მომყვება)

ახლა არავინ მომყვება
საკუთარი ჩრდილის გარდა...
და მე ვფიქორბ
ბუკოვსკიზე,
რომლის პოეზიაზე მეტად
მისი ცხოვრების წესი მხიბლავს...

შემდეგ ფიქრი გადამაქვს ბავშვზე,
რომელმაც ამოიცნო პროსპექტის საიდუმლო...
და დიდი აღფრთოვანებით აუხსნა მძღოლს,
რომ
ავტობუსის გაჩერება
შუქნიშნის შემდეგ არის
და არა პირიქით...
მე, მინდა მოვუსმინო ამ ბავშვს,
რომ
გავიგო გზის საიდუმლო...

რომელ შუქნიშნის შემდეგ იქნება ჩემი გაჩერება?...

ვუბრუნდები ბუკოვსკის...
ჩემსა და მას შორის განსხვავება ის არის,
რომ
მე სრულ იგნორში ვარ...
მე,
ყველასგან დაიგნორებული,
ზოგადი არსება ვარ...
და განა რისთვის მაიგნორებენ?
-ერთგულებისთვის...

შემდეგ ვჩუმდები...
და მივსდევ საკუთარ ჩრდილს,
რომელიც ჩემი ბავშვობის ძმაკაცია,
ისიც ღამით,
როცა ლამპიონები იწყებენ ანთებას,
თორემ დღე
მასაც არ სცალია ჩემთვის...

მე, ახლა ისე ვარ,
რომ არავის თანადგომა არ მჭირდება,
რამეთუ
ამ ყველაფერს ჩავიკლავ
საკუთარ იგნორში
და თუ რამე გამანადგურებს
სიჩუმე იქნება...
უსამართლო სიჩუმე...

რომელ შუქნიშნის შემდეგ იქნება ჩემი გაჩერება?...

მე, ახლა საკუთარ ჩრდილს ვაიდიალებ
გათენებამდე...
შემდეგ ისიც წავა ჩემგან...

და დავრჩებით მე და ბავშვი,
რომელიც გამანდობს გზის საიდუმლოს
და დამანახებს ჩემს გაჩერებას...
მე, მას გავუღიმებ
და ეს იქნება
ჩემი სიჩუმის დარღვევა…
ეს იქნება
ჩვენი მსგავსება...
ჩემი და ბუკოვსკის მსგავსება,
რამეთუ
მე და ბუკოვსკის
ხშირად გვეღიმება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები