ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2014


********* ბოლო ამოსუნთქვამდე

ღამეა. ცაზე მთვარე გაბრწყინდა,
მაგრამ მე მთვარე სულაც არ მინდა
სიბნელე, წვიმის წვეთები წვრილი
არ ჩანს სიკვდილი... არსად ჩანს ძილი.
ყველა! სიზმრებიც უკვე მღალატობს
ფიქრი მაღვიძებს, კართან მდარაჯობს.
გრძნობებს შესცივდათ, სული კანკალებს,
სცივა, თან იწვის, ეძებს მის თვალებს
ოცნებით სავსეს, მაგრამ ამაოდ.
ვიღაც ორს... ნაცნობს... ჯვარს სწერს მამაო.......


"კვდება??? ჰმ! ალბათ ისევ მთვრალია!"
ვიცი, ვიცი რომ ჩემი ბრალია.......
ღამეა, ცაზე მთვარე გაბრწყინდა.
მაგრამ მე მთვარე სულაც არ მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები