 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2014 |
I
მე ილუზიურს დავატარებ წელამდე დრედებს, და ეს სიმღერაც კინგსტონისკენ მკაფიოდ მიმყავს, შენ, არც კი იცი, როგორ მიყვარს, მე, შენი დედა, ჰო, შენი დედა, რომ იცოდე, მე, როგორ მიყვარს
გაიოცებდი, რომ პლიაჟზე, ხის სკამში, შიშინს, ვუსმენ ძველისძველ რადიოსას - კლასიკურ რეგის, და ხელში თითქოს გადახარშულკერტივით - ქიშმიშს, ვზელ და ვფხვნი მწვანე მოსაწევის ფოთლებს და მორგი
მკვდართა და ჯერაც სულიერთა მორგი - კუნძული, იბრძვის ზანგივით გააზატდეს მონობისაგან, და დამშეულნი, ზოგი ძვლებით, ზოგიც უძვლებოდ, თანახმად მათი რელიგიის რასტამანობენ,
ხატავენ კედლებს მოუხმობენ თუ ელაიჯას, ან აფრიკულ ლომს დახატავენ როგორც სიმბოლოს ჯა ლომის, სადაც მარლის დრედებს და მარლის პიჯაკს იკეთებენ და იცმევენ, რომ იქნებ იპოვონ
სათქმელი მათი, ამ წიაღში რაც დარჩა, ჯოინტს ხშირად ენის ქვეშ დაიტნევენ და აღმაფრენით შეექცევიან მენთოლიანს, ღეჭავენ პიტნას, მერე კი, ისე, უმუსიკოდ აკაპელობენ,
ეს კი ისეთი სიმაღლეა, იამაიკელ რასტამანს, რომ ვერ დაუწუნებ, როგორც ბუფალოს, და ტამტამების მოგუდული ხმებით აკლება, იწვევს ციალის აღელვებას თავად უფალში,
უფალი, აქ კი სანახევროდ რასტაფარია, რომლისაც შეძლებ გეტოებში ყველგან დალანდვას, და სანამ იმას გაგიმხელენ, რომ აქ კარია, სამოთხის კარი, მოვწიოთო, გთხოვენ მანამდე... II
თუკი ესვრიან ან შერიფებს ან დეპუტატებს, ოღონდ კონკრეტულ მიზნისათვის, წამბაძველობა აფრიკულ რასის სისხლში არ ზის, რეპუტაცია მათი ისევე მაღალია, როგორც ხელობა
თუ პროფესია მწერლობისა, ჩემთვის პირადად... ან როგორც რიგი, მთელი რიგი, ბლუზ და ჯაზმენთა, არის ნათელი მაგალითი, რომ ქმნის ღირებულ გარემოს თუნდაც სამუშაოდ, თუნდაც შუქს გინთებს
მომავალ ფიქრის, თავს იიბრუებ სანამდე კრეკით, და საფარიდან გამოდიხარ სანამდე ბამბის, გგონია თითქოს შენი თავი ნაჭრის შეკერეს და შეგილოცეს შავი სისხლით თუ შავი მამბით...
ხახიდან ხელით რომ ამოგყავს და განზე აგდებ, თვითგადარჩენის ინსტიქტით თუ თავდაცვის მიზნით - და შეცდომაში შეყვანილი ვეება ზანგი, როგორც გორილა ჯუნგლებისკენ გაიხიზნება,
რომელსაც კვალში ჩაუდგება ნაცნობი მობი, მოაზრებული მახეებით, რომ შეეცდება ან დამტვრეულ ტოტს მიუკვლიოს, ანდა როგორმე, სხვაგვარი ხერხით გამოჩხრიკოს იგი - შეცბება
თითქოს მიზანში ამოღებულ მხეცივით - კაცი, რომელმაც იცის მის ნაკვალებს კუდში უდგანან, და მასზე მოსულს ის კი იცის, არც კი დააცდის სროლამდე სუნთქვა დაიოკოს, შორიდან დანას
ესვრის ისეთი ოსტატობით, როგორაც ქოქოსს გადახსნის შუა და შეიგრძნობს მის სველ ბუსუსებს, და მერე მის გვამს, მოკლულის გვამს, ვით ძვირფას ოქროს, იქვე სადილად დაუტოვებს დამშეულ ბუზებს.
III
ქუჩაში ფეხით მოსეირნე ვინმე დრედლოკი, იშვიათად თუ გამოარჩევს თეთრს - მულატისგან, რომელიც გზაზე კარგად ამჩნევს როგორ ლოკავენ ფიტულის თვალებს მეძავისას ულტრაიისფერს...
უხერხულია, არ განვავრცოთ...და შევადაროთ მათ თავზე კოსა, ინდოელი ქალების ანჩალს, რომლებშიც უფრო უხერხულად ლეში - ბებრები, როგორც ჯაგლაგი საქონლები მიჩანჩალებენ
გადამკვეთ გზაზე, ჩამოლეწილს ხვდებიან კედლებს, თავის დროზე რომ დაანგრიეს ამაყი ხელით, და გასაკვირი არაა, რომ სიამოვნებით, თუ უსაყვარლებ, რა თქმა უნდა - გისაყვარლებენ.
ბაღებთან მუდამ ეგზოტიკა საცემი თვალში, გაძლევს უფლებას ხორციელ ჟინს არ დაემდურო, ხოლო დროშისგან შეკერილი დარღვეულ ჩანთით, ქალები, ბავშვებს ატარებენ, როგორც კენგურუ,
ხოლო ბავშვები, განურჩევლად მათი ასაკის, უპრეტენზიოდ მიირთმევენ უვარგის საკვებს, რომლებსაც ხეზე გაწოლილებს, როგორც ვასაკებს, ანდა ტოტებზე გადაფრენილს მაკაკებივით,
თუ შეიხედავ შემოდგომის ბნელ სკვერში - ნახავ, ყვითელ სკამებზე ავადმყოფებს საბაობაბე, აქ სადაც შავ ჭირს, ქოლერას თუ სხვა მრავალ სახადს გამოვლენისთვის არ სჭირდება რამე საბაბი,
ამ ხეივანში, რომლის ცენტში ქვიშაა სველი, სადაც ბავშვები გატყორცნიან ხუმრობით ბადროს, ხარობენ ყოვლად უწყინარი სეკვოიები, გვიმრები ( პალმა რა თქმა უნდა ) და ავოკადო,
სადაც ასევე აგორებენ ხანდახან ფეხბურთს, ხოლო სამხრეთით ათასობით აქედან მილზე, როგორც ტანკები გადადიან რაზმები კუთა, და როგორც კუდი ფარშევანგის იშლება ნილი,
აქ რომლის მიღმა უმძიმესად თუ დაუჩაგრავთ, ერთმანეთი და დაუჭრიათ ცხელი ენები, სადაც ბავშვები მწიფე ხილში თავით ჩარგულან, როგორც მიწაში შიშნაჭამი სირაქლემები,
აქ სადაც მთაში ქვებს ეძებენ ფასდაუდებელ, რისთვისაც ცხვირით ყამირ მიწას თხრიან მისივე, და ხალხის სისხლში, როგორც ნეხვში ისვრიან ხელებს, რომელიც კანში ისე ჯდება, როგორც სიმსივნე,
ან როგორც ცხენით გაქროლება აგზნებულ მავრთა, ძვირფას ქვებს მტრების თავებივით როცა აკრეფენ, მაგრამ ჯერ ქვეყნად არავის და მათ შორის არც მათ წვეთი სისხლიც კი არ შერჩებათ შვილთა აფრიკის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გმადლობთ... გმადლობთ...
10. მშვენიერია...ნიჭიერი ავტორი ჩანს აქ პირველრიგში...5 5 მშვენიერია...ნიჭიერი ავტორი ჩანს აქ პირველრიგში...5 5
9. არ ველოდი კომენტარებს კიდევ... დიდი მადლობა... არ ველოდი კომენტარებს კიდევ... დიდი მადლობა...
8. ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11 ივლისი, 2014
ძალიან მაგარი ნაწერია! მეორე კომენტარსაც ვეთანხმები ნაწილობრივ! წარმატებები ავტორს! ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11 ივლისი, 2014
ძალიან მაგარი ნაწერია! მეორე კომენტარსაც ვეთანხმები ნაწილობრივ! წარმატებები ავტორს!
7. რა საინტერესო რამე იყო.... აი განსხვავებული სრულიად. რა საინტერესო რამე იყო.... აი განსხვავებული სრულიად.
6. დიდი მადლობა, ისევ თქვენ თუ წაიკითხავთ... დიდი მადლობა, ისევ თქვენ თუ წაიკითხავთ...
5. სამივე ერთად სულ სხვა სურათს ხატავს. კარგია სამივე ერთად სულ სხვა სურათს ხატავს. კარგია
4. დიახ- მთლიანად წაკითხულს სულ სხვა ეფექტი აქვს!
მამა აფრიკა! :)
დიახ- მთლიანად წაკითხულს სულ სხვა ეფექტი აქვს!
მამა აფრიკა! :)
3. საინტერესოა, რომელი სიტყვა გეუცხოვათ... ყველაფერი ზედმიწევნით გათვლილია, გამიზნულად არის ყოველივე მოცემული... როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს არ ვიცი... მაგრად წერის სურვილზე, აშკარად ვერ გაგიგეთ... მადლობა... საინტერესოა, რომელი სიტყვა გეუცხოვათ... ყველაფერი ზედმიწევნით გათვლილია, გამიზნულად არის ყოველივე მოცემული... როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს არ ვიცი... მაგრად წერის სურვილზე, აშკარად ვერ გაგიგეთ... მადლობა...
2. ნიჭიერება აშკარაა. და მაინც- პირველი ნაწილი უცხო სიტყვათა ლექსიკონის სუფლიორობით შეკოწიწებულს ჰგავს; მეორე- ,,ხელი გავიქნიე, ფეხი''-ს ვარიანტია, ანუ ქაოტურად ირევიან სიტყვები დალაგების მოლოდინში და ბოლომდე მაინც ასეთებად რჩებიან. რაც შეეხება მესამეს, ეს ნაწილი ყველაზე ბუნებრივად მომეჩვენა. ეგზოტიკა მართლაც თვალშისაცემია. ილუზიური სამყაროს გაფეტიშებაც და კიდევ სურვილი- ძალიან მაგრა წერო! აშკარად გამოგივა. საუკეთესო სურვილებით- ნიჭიერება აშკარაა. და მაინც- პირველი ნაწილი უცხო სიტყვათა ლექსიკონის სუფლიორობით შეკოწიწებულს ჰგავს; მეორე- ,,ხელი გავიქნიე, ფეხი``-ს ვარიანტია, ანუ ქაოტურად ირევიან სიტყვები დალაგების მოლოდინში და ბოლომდე მაინც ასეთებად რჩებიან. რაც შეეხება მესამეს, ეს ნაწილი ყველაზე ბუნებრივად მომეჩვენა. ეგზოტიკა მართლაც თვალშისაცემია. ილუზიური სამყაროს გაფეტიშებაც და კიდევ სურვილი- ძალიან მაგრა წერო! აშკარად გამოგივა. საუკეთესო სურვილებით-
1. ეჰა, სრული... ეჰა, სრული...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|