ხშირად გვარიგებს ჭკუას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და თავისი მაგალითები მოჰყავს: – რამეს გაკეთება რომ გინდა, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე. მაგალითად, სანამ ქუჩაზე გადახვალ უნდა გაიხედ–გამოიხედო. ან, ვთქვათ ხეზე გინდა ლურსმანის დაჭედება. ჯერ უნდა დააკვირდე ჭიანჭველა ხომ არ გაგიბრაზდება. თუ ბევრი ჭიანჭველაა უნდა წახვიდე და სხვა ხეზე დააჭედო ლურსმანი. მაგრამ აქაცთუ ბევრი ჭიანჭველა იქნება, მაშინ უნდა ჩაჯდე მინდორ–ბალახში და დაუკრა გიტარა. * * * –თუ სხვა გზა არ გაქვს უნდა თქვა ტყუილი. აი, მაგალითად, წარმოიდგინე რომ მანქანა გყავს გასარეცხი. წინა დღეს იწვიმა და გასარეცხია. წარმოიდგინე?... ხოდა, ჩოთქიან სამრეცხაოში მიგყავს და რეცხავენ. ამ დროს გირეკავენ საქმეზე და გაგვიანდება. არ უნდა უთხრა რომ ჩოთქიან სამრეცხაოში ხარ და მანქანას რეცხავ. უნდა უთხრა სხვა რამე. მაგალითად, საცობში ვარ და მოვალ მალეო. იმიტომ რომ სხვა გზა არა გაქვს. * * * დედიკოს შენიშვნაზე –შეგცივდებაო, სრულიად ამომწურავი პასუხი გასცა: –დეეე, არ შემცივდება. შენ ხომ არ იცი ჩემში რა ხდებააა. როგორც მე არ ვიცი წინასწარ შენ როგორი ბებო იქნები. ან, შენ არ იცი მე როგორი დედა ვიქნები. შენც არ იცი მე შემცივდება თუ არაო. * * *
ხშირად გეგმავს საკუთარ მომავალს: რომ გავიზრდები და მხატვარი რომ გამოვალ, რაკი ოჯახს ვერ შევინახავ –მივატოვებ მხატვრობას და გავხდებიიიი ჯარიიისკაცი.ანუუუუ, ჯარისქალი გამოვალ.
* * * გული წყდება ბევრ რამეზე: – საინტერესო ამბავი ის არის, რომ პირველად როცა ადამიანს დააინტერესა ახლოდან როგორი იყო მთვარე –წავიდა მთვარეზე და ეგ ადამიანი გვარად იყო არმსტრონგი. მეც მაინტერესებს როგორია მთვარე ახლოდან,მაგრამ, დამასწრო იმან. * * *
–მოდი, უნდა გაკოცოვო. –ჯერ არ მივდივარ-მეთქი. –არაუშავს, ბარემ მოლეული გვექნებაო. * * * - ტაპწუკი, შენ და დედიკო დინოზავრებს მოესწარით??? * * * - ბებაა! არ სცემს ბებო ხმას. -ბებაააან! ისევ სიჩუმე. -ბეეეე-ბაააა! -ხო, ბებო, რა ხდება,აბაა - როგორც იქნა გამოეპასუხა ბებოც. -ახლა აღარ გეტყვი... იმიტომ რომ ღირსი აღარ ხარ. * * *
–დედაჩემი ისეთი მკაცრია, ხანდახან ბოროტი დედინაცვალი მგონია. * * * - ტაპწუ, ზღვაზე როდის წავიდეთო. - სადღა გახსოვს ზღვა-მეთქი. - მე კარგი მეხსირება მაქვსო. კარგ რაღაცებს ვიმახსოვრებ, ცუდს -არა. იცი როგორ ვიქცევიო? კარგ რაღაცებს აქეთ ვალაგებ მეხსიერებაშიო (თავზე მარჯვნივ იდებს ხელს), ცუდ რაღაცებს - აქეთო (მარცხენა მხარეს მიჩვენებს).... და აი,საშუალო რაღაცებს კიდე აქ ვალაგებო და წარბებს შუა იჭერს თითს. * * * -ტაპწუ,თბილისი ისეთი სახელია, თითქოს თბილი ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ, ხო?
* * * –გუბეს უყურებს და.... ჭუჭყიანია დედამიწასავითო- ჩურჩულით ასკვნის
* * * სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის გადამწერს პირჯვარს და მომაძახებს – „ტაპწუკი, გზა დაგილოცეო“
* * * ნუცას ლექსიკონისთვის დამახასიათებელია ისეთი „დიდური“ ტერმინები, რომლებსაც „დიდებიც“ კი საკმაოდ იშვიათად ვხმარობთ: - მდინარეში ნავი შენიშნეეეთ?
- ტაპწუ, იცი რა გამკვირვებიააააა???...... * * * ბებო დაპირდა, უნდა წაგიყვანო საზიარებლადო. დაიმახსოვრა და ხშირად ეკითხება: –ბებან, როდის უნდა გამაზიაროვო.
* * * -რატომ მეჩხუბებიო. -არ გეჩხუბები, ნუცა, გასწავლი-მეთქი. -აბა, გუშინ რომ მეჩხუბეო?! -გუშინ საჩხუბარი იყავი-მეთქი. -მასე, მე სულ საჩხუბარი ვარ და ეგრე რა გამოვა,მაშინო.
* * * -დეეეე, მე თუ დაიკო არ მეყოლება, ჩემს შვილს არ ეყოლება ტაპწია, იცოდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მიყვარს ჭკვიანი ბავშვები, ღმერთმა ბედნიერი გაზარდოს, რა საოცარი მზერა აქვს. მიყვარს ჭკვიანი ბავშვები, ღმერთმა ბედნიერი გაზარდოს, რა საოცარი მზერა აქვს.
16. უი ზუსტად ეგ გავიფიქრე მეც ზღაპრადმოსულო რა ლამაზი ბავშვია და რა ჭკვიანი თვალები აქვს მაყვალივით ბრდღვიალა თვალები
ძალიან ჭკვიანია ნუცა და მაგარი გოგო გაიზრდება აი ნახავთ ყველა :) ხო ასეა ნუცა? უი ზუსტად ეგ გავიფიქრე მეც ზღაპრადმოსულო რა ლამაზი ბავშვია და რა ჭკვიანი თვალები აქვს მაყვალივით ბრდღვიალა თვალები
ძალიან ჭკვიანია ნუცა და მაგარი გოგო გაიზრდება აი ნახავთ ყველა :) ხო ასეა ნუცა?
15. რა საყვარელია და რა ჭკვიანი თვალები აქვს.:) გაიზარდოს დიდი და ბედნიერი გოგო. ვისიამოვნე ამის წაკითხვით. რა საყვარელია და რა ჭკვიანი თვალები აქვს.:) გაიზარდოს დიდი და ბედნიერი გოგო. ვისიამოვნე ამის წაკითხვით.
14. ბებო დაპირდა, უნდა წაგიყვანო საზიარებლადო. დაიმახსოვრა და ხშირად ეკითხება: –ბებან, როდის უნდა გამაზიაროვო.
ვგიჟდები ამ ბავშვზე...ასეთი ენამოსწრებული პატარა ჯერ არ შემხვედრია...ინდიგო თაობა მოდისო,ტყუილად არ ამბობენ ბებო დაპირდა, უნდა წაგიყვანო საზიარებლადო. დაიმახსოვრა და ხშირად ეკითხება: –ბებან, როდის უნდა გამაზიაროვო.
ვგიჟდები ამ ბავშვზე...ასეთი ენამოსწრებული პატარა ჯერ არ შემხვედრია...ინდიგო თაობა მოდისო,ტყუილად არ ამბობენ
13. საყვარელი :) საყვარელი :)
12. + + უსაყვარლესი ნუცა! :*** + + უსაყვარლესი ნუცა! :***
11. ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5
15 ივლისი, 2014 რა კარგია, საბავშვო კი არა, მეც სიამოვნებით წავიკითხე:) ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5
15 ივლისი, 2014 რა კარგია, საბავშვო კი არა, მეც სიამოვნებით წავიკითხე:)
10. მადლობაო, ნუცამ :*
ილუსტრაციებითაც მოვიყვანე. მადლობაო, ნუცამ :*
ილუსტრაციებითაც მოვიყვანე.
9. ეს მე მგონი საბავშვო არაა, უბრალოდ იუმორისტულში უნდა იდოს დიდების წასაკითხი პატარების სახალისო გამონათქვამები
ძალიან მაგარი ტიპი ჩანს ნუცა და მიკვირს ნათიასი რომ მის სურათებს არ მიაბამს ილუსტრაციებში
ჩემგან გადაეცი ძალიან მაგარი გოგო ხარ თქო :) ეს მე მგონი საბავშვო არაა, უბრალოდ იუმორისტულში უნდა იდოს დიდების წასაკითხი პატარების სახალისო გამონათქვამები
ძალიან მაგარი ტიპი ჩანს ნუცა და მიკვირს ნათიასი რომ მის სურათებს არ მიაბამს ილუსტრაციებში
ჩემგან გადაეცი ძალიან მაგარი გოგო ხარ თქო :)
8. :)) საყვარელი...აზრიანი... :)) საყვარელი...აზრიანი...
6. ჭკვიანი პატარა :* ჭკვიანი პატარა :*
4. საოცარი ბავშვია ნუცა, საოცარი <3 საოცარი ბავშვია ნუცა, საოცარი <3
3. უმეტესობა მახსოვდა:) ბოლო ფრაზამ დაგლოჯა! არაფისმთქმელი--5 უმეტესობა მახსოვდა:) ბოლო ფრაზამ დაგლოჯა! არაფისმთქმელი--5
2. გენიოსი ნუცა <3 გენიოსი ნუცა <3
1. - ტაპწუკი, შენ და დედიკო დინოზავრებს მოესწარით???--- :D :D :D მაპატიე ნათი, ვერ შევიკავე თავი. ბევრი ვიცინე - ტაპწუკი, შენ და დედიკო დინოზავრებს მოესწარით???--- :D :D :D მაპატიე ნათი, ვერ შევიკავე თავი. ბევრი ვიცინე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|