ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2014


== გ რ ა ვ ი უ რ ი ს ა ==

დაკარგული მეგობრები არ არსებობენ.
ესე იგი, ისინი, არსებობდნენ არც არასდროს.

საკუთარ მრისხანებაში ჩამხრჩვალი ადამიანები კი
არსებობენ რამდენიც გნებავთ.
საკუთარ მრისხანებას ათასი საწუხარით რომ ამართლებენ
და ითხოვენ გაგებას,
მათთვის შენ მხოლოდ სუფთა დაფა ხარ,
საგრავიურე მასალა,
სადაც, საკუთარი ტკვილების ამოტვიფრას ცდილობენ
და ყოველი დარტყმისას არ უნდა გაბედო წამოგცდეს კვნესა.
საეჭვოა, ამ კვნესას არ მოჰყვეს დაყვედრება და
ძახილი იმის, რომ შენ ცუდი მეგობარი ხარ.
შენ,
როცა, მას უჭირდა, ისევ პირველი ლოყა არ მიუშვირე,
რადგან, მეორეზეც უკვე ნათითურები გაქვს.

და ასეთ დროს, აუცილებლად ამხნევებ თავს სიტყვებით:

დაკარგული მეგობრები არ არსებობენ.
ესე იგი, ისინი, არსებობდნენ არც არასდროს.

და დიახ, შენ სუფთა დაფა ხარ, სადაც,
ადამიანები თავიანთ სახელებს
ხან, ლამაზი ხელწერით ტოვებენ,
ხან -არ და ხანაც,
მცდელობის მიუხედავად - ვერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები