ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2014


***

***
და ფერი იცვალა
ღრუბელმა
როდესაც დაინახა კვამლი
მიტოვებული
სახლიდან ამოსული.

***
ექოებს აედევნა
და ღრუბლებიდან
გამოყოლილი
ეკლები დასცვივდა.

***
კენწეროზე გარინდული
ფრინველის თვალებით
ფესვები
მზის ამოსვლას ხედავენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები