ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ივლისი, 2014


  ჩამოტვირთვა

ჩემი ხელის გულებიდან - შენამდე (ან პირიქით)

ნაცრისფერი ამინდის ფონზე ვუსმენ secret garden - adagio-ს და ვფიქრობ...
შენზე მხოლოდ...
მოგონებები კადრებივით ირევიან და ცვლიან ერთმანეთს ისე, რომ გონების დატანებას ვერ ვასწრებ ვერცერთზე.
დღეს ისე შორს ხარ ჩემგან, დაახლოებით როგორც ჰორიზონტი...
შემდეგ ვდგები, ვიდუღებ ცხელ შოკოლადს ( მე ხომ ყავას არ ვსვამ).
ვცდილობ მივუჯდე კომპიუტერს, რომლიდანაც დასაწერი სტატიების დედლაინები მიქნევენ ხელებს და მიხმობენ.
ვჯდები და ვიწყებ წერას, ინსტიქტურად რასაც პირველი ვკრეფ არის სიტყვა "მიყვარხარ". რა შუაში იყო ახლა ეს, როცა პოლიტიკური სტატია მაქვს დასაწერი.
ვხვდები რომ ამ სამსახურიდანაც მალე მომიწევს წამოსვლა (ნებითა ჩემითა ან ძალითა მათითა).
სხვა რაღა დამრჩენია ვჯდები ისევ ჩემს ფუმფულა სავარძელში და ვუბრუნდები ჩემს მოგონებებს...
პირველი რაც თვალწინ წარმომიდგება არის შენი თეთრი, თბილი ხელის გულები, რომლებზე კოცნაზეც ვგიჟდებოდი. და ვხვდები რომ დღეს ჩვენს ხელის გულებს შორის ისეთი დიდი მანძილია ჯერ, რომ არასოდეს ყოფილა...
ვიღებ კალამს და ვიწყებ წერას შენზე... (აქ უკვე ძველმოდურობას ვარჩევ, არ მიყვარს შენზე კომპიუტერში წერა)
მერე ვიჭედები, არ ვიცი რა უნდა დავწერო, მე ხომ მაღიზიანებს ყველაფერი ბანალური. არაბანალური კი არაფერი მომდის თავში.
წერასაც ვანებებ თავს და ვხვდები რომ:
სისულელეა...
სისულელეა ყველაფერი შენ გარეშე...
და რომ ჩვენი ხელისგულები აუცილებლად ერთმანეთს უნდა ეკვროდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები