 | ავტორი: სერგეი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 31 ივლისი, 2014 |
დილით გამეღვიძა, გუშინდელი შიში უკვალოდ გამქრალიყო, ასევე გამქრალიყო ამაო სიხარულიც, თუმცა მშვიდად მაინც ვერ ვიყავი,რაღაცნაირად ინტუიცით ვგრძნობდი რომ წინ უარესი მელოდა ცოტა ვიტრიალე, ავდექი და მეზობელს, , გიოს მივადექი, უბედურ , არაღიარებულ (მისი სიტყვებით) მხატვარს ისევ ეძინა, დედამისს მივესალმე, გიო ოხვრით გადმობრუნდა და ყავა დავლიოთოოოო..... იმ დილით ყავა "ლამბადა" უფრო გემრიელი მომეჩვენა, კარგ ხასიათზე დავდექი, რასაც ვერ ვიტყვი გიოზე, ის ტოკავდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ოხრავდა ----როგორ მენანებაააა....როგორ მენანებაააა.... ----რა გენანება გიო?...---ვუთხარი ღიმილით გიომ არ მიპასუხა, მე მის მზერას გავაყოლე თვალი და კარადაზე დიდებული, ვერცხლისფერი,ორკასეტიანი მაგნიტოფონი "National Panasonic" დავინახე. იმ დროს მოგეხსენებათ ხალხი თავს ყიდვა-გაყიდვით ირჩენდა. მიუხედავად იმისა რომ ნივთი ჩემი არ იყო, შევძრწუნდი..... ---რააა?....გიო, შენ რა, გაგიჟდი?...ეეს?...გაყიდო?...არააა!!!!!.... ...მაგრამ გიომ ხელი ჩაიქნია და მე მივხვდი რომ მის სახლში ფინანსურ უფსკრულს დაეღო ხახა,გადასანსვლას გვიპირებდა, ეს უფსკრული შავი ხვრელის პრინციპით მოქმედებდა,გიოს ვალებიც ჩაეხვია და ზომაში მატულობდა.
** ** **
...მშრალ ხიდს მივუახლოვდით,გიოს მაგრად მიეხუტებინა გულზე თავისი "პანასონიკი" და ნელა, ჭირისუფალივით მოაბიჯებდა, თან რაღაცას ჩუჩულებდა, მგონი ეთხოვებოდა... ხიდთან ჩავუხვიეთ და უცებ მანქანიდან ვიღაც გაბერილი ბიძა გადმოხტა, წინ გადაგვიდგა ---აბა ბიჭებო, მანქანაში დაჯექით!...მალე!.... უეჭველი არ დავჯდებოდით მაგრამ აქეთ-იქიდან კიდევ ორნი ამოგვიდგნენ, მილიციიის საბუთები ააფრიალეს და ძალით ჩაგვტენეს თეთრ "ვოლგა"-ში ---რა ხდებააა?...---გამოვფხიზლდი როგორღაც და ვიკითხე, გიოს ისევ გულზე მიეხუტებინა პარკი და შეშინებული იყურებოდა. ---მოპარულს ყიდით არააა?...--ჩაიღიმა ერთმა. ----არა, როგორ გეკადრებათ, ჩემია...არა, გიოსია, ჩვენია! ---აბა გვაჩვენე!..--დაიღრიალა მეორემ და გიოს პარკი გამოგლიჯა, გახსნა.... ...თითქოს მზე ამოვიდა მანქანის სალონში, ანაზდად ყველაზე ბნელი კუთხეებიც კი განათდა,პანასონიკი ელავდა,ვერცხლისფრად ციმციმებდა ეს იაპონური სასწაული და გვაბრუებდა!... --არტურას დაუძახე მახო!...- ---არტურ!...არტურ!.... მოვარდა ვიღაც გრძელთმიანი ბიჭი, თავი შემოყო სალონში და დაიღრიჯა: ---ვაი მამაა....უჟე ნაშლიიი?.... ......ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გაგვეგო რა ხდებოდა, მახო, ერთ-ერთი პოლიციელი, ლაპარაკობდა, ჩვენს "პანასონიკს" რომელშიც "ამერიკის ხმა"-ს და "ბითლზებს" ვუსმენდით ამდენი წელი ზამთრის გრძელ ღამეებში და ბუხართან ვთბებოდით, უხეშად აქნევდა .....ვინმე არტურა კი უშნოდ, არაბუნებრივად იღრიჭებოდა და გახარებული ----"სპასიბა! სპასიბა"-ს ყვიროდა. --ნივთი მოპარულია, მაგრამ პატრონი არ ჩივის...თუ თქვენ რამე პრეტენზია გაქვთ, განყოფილებაში წამობრძანდით...----გულკეთილად შემოგვთავაზა მეორემ ----არტურ!...ოტპუსტიმ?....----და მანქანა დაქოქა!.. გიოს შევხედე, ის შოკში იყო, ვეღარ აზროვნებდა. ---წამო გიო...--ვუთხარი---აზრი არ აქვს .....
** ** **
ვაგზლისკენ წავჩანჩალდით, გიო ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ პირს აღებდა და კეტავდა თევზივით. ოთხი ჭიქა სპირტის მერე გიომ ენა ამოიდგა. ----მე მაგათი დედას....... მერე კიდევ დავლიეთ...კიდევ...კიდევ......
ს.ნ.2014.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ესეც ერთი ეპიზიდი, იმ ავადსახსენებელი წლებიდან. ესეც ერთი ეპიზიდი, იმ ავადსახსენებელი წლებიდან.
9. მოგესალმებით!!! ––––––––––––– ++ მოგესალმებით!!! ––––––––––––– ++
8. მე როგორც პროზა ისე წამეკითხა, მე როგორც პროზა ისე წამეკითხა,
7. მე მახსოვს ეს საშინელი ხანა :( მე მახსოვს ეს საშინელი ხანა :(
5. ბნელი და "ტკბილი" 90-იანები.... ნეტა არ მახსოვდეს საერთოდ.. ისე ბევრი მასწავლა (ზოგადად გამოგვრწვთვნა მაგ პერიოდმა) მაგრამ როგორც ჩანს კიდე ბევრი გვაქვს სასწავლი ქართველებს და როგორც იმ დროს ვაიტყოდით ხოლმე "სწავლა გრეხი არაა ძმაო" :)).
Mომეწონა ეს პუბლიცისტიკა მართლა.. იმიტომ რომ დეთალებში გამახსენა რაღაცეები.. :)
++ ბნელი და "ტკბილი" 90-იანები.... ნეტა არ მახსოვდეს საერთოდ.. ისე ბევრი მასწავლა (ზოგადად გამოგვრწვთვნა მაგ პერიოდმა) მაგრამ როგორც ჩანს კიდე ბევრი გვაქვს სასწავლი ქართველებს და როგორც იმ დროს ვაიტყოდით ხოლმე "სწავლა გრეხი არაა ძმაო" :)).
Mომეწონა ეს პუბლიცისტიკა მართლა.. იმიტომ რომ დეთალებში გამახსენა რაღაცეები.. :)
++
4. გილოცავ დაბადების დღეს გილოცავ დაბადების დღეს
3. ჩვენი ბნელი წარსული :(( ვაი, რომ მომავლის სუნიც ცუდი მცემს ჩვენი ბნელი წარსული :(( ვაი, რომ მომავლის სუნიც ცუდი მცემს
2. ინტუიცით --"ი" აკლია ბოლოში :D ინტუიცით --"ი" აკლია ბოლოში :D
1. კიდევ კარგი მე მოგვიანებით დავიბადე და ამ დროს ვერ მოვესწარი თორე.... ჰო და " ინტუიტიურად " ----ეს სიტყვა ვერ გავიგე. კიდევ კარგი მე მოგვიანებით დავიბადე და ამ დროს ვერ მოვესწარი თორე.... ჰო და " ინტუიტიურად " ----ეს სიტყვა ვერ გავიგე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|