ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2014


ორი ნახევარი_ერთი მთელია

ჩემი ასაკი შენსას გადაწონის და  გვეყოფა სიბრძნედ, 
შენი სილამაზე ჩემსას  გადაფარავს და გვეყოფა სილამაზედ.
შენ ხარ  გული,  მე ვარ სხეული,  რომელშიც შენი ძგერა ისმის...
მე ვარ გონება,  რომელიც შენს სხეულს განაგებს და  მართავს.
შენ  ხარ ცეცხლი,  მე  ამ ცეცხლის მცხუნვარე ალი.
მე გრიგალი ვარ, შენ_ თავშესაფარი,  ამ გრიგალისგან რომ დაგიცვას
შენ ხარ წარღვნა,  მე _ კიდობანი,  რომ ერთად უსაფრთხოდ ვიყოთ.
მე ვარ ჭექა-ქუხილი, შენ _ელვის ნაპერწკალი ,
ერთმანეთის  სიყვარულში  რომ  განვიმუხტოთ...
ყველაფერი გვაქვს საერთო , არაფერი გვაქვს ორი,
და ერთმანეთს ვავსებთ სრულყოფილებამდე...

მე ვარ სუნთქვა,  შენ ამ სუნთქვით უბრუნდები ცხოვრებას,
შენ ხარ ჩემი სიცოცხლე და  ამარცხებ ჩემს სიკვდილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები