ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
12 აგვისტო, 2014


ვინ უპასუხებს?

ვინ უპასუხებს????????

როგორ და რისთვის,
რისთვის და რატომ?
სულ ეკითხება
დედიკოს კატო.

რატომ ყეფს ძაღლი,
ყივის მამალი?
და სულ წიგნებთან,
რად ზის თამარი?

რატომ ლაპლაპებს
მზის სხივზე სარკე?
ცერცვი რად ისხამს,
გრძელ- გრძელა პარკებს?

რატომ ეშვება
მდიმარე მთიდან?
რატომ ცვივიან
ვაშლები ხიდან?

ცნობისმოყვარე,
თავნება ასულს,
უზღვავ კითხვებზე,
ვინ გასცემს პასუხს?

ვინ უპასუხებს
ალბათ შენც მიხვდი.
უნდა ისწავლოს,
იკითხოს წიგნი.

მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები