ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 აგვისტო, 2014
ლოცვა, როცა სიტყვებს ვერ ვიხსენებ
ღმერთო ძლიერო, ერთადერთო ნუგეშო ჩემო, ჩემი ცოდვილი სულისა და ხორცისა მხსნელო გთხოვ მომიტევე ყველა ცოდვა,ჩემზეა რაცა, კვლავ არ შევცოდო, ანდა ამის მომეცი ძალა. ღმერთო , მიეცი ჯანმრთელობა და სავსე დღენი ჩემს კეთილ დაძმებს ან შეძენილ ყველა მეგობარს ჩემს სამივე შვილს და ოჯახის ყველა ახლობელს. დაბადებულებს ანდა ჯერაც დაუბადებელთ. შეეწიე და შენი მადლი არსად მოაკლო არც გზაზე, მთაში ანდა წყალში როდესაც ნახო. დაიცავ ცეცხლის ანდა ქარის ნგრევის ძალისგან ნუ დააობლებ , გაახარე შენი მადლისგან. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა მე დაჩოქილი ვდგავარ შენს წინ და ლოცვას გწირავ