ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2015


(ჩვენ შორის დარჩეს!)

    თვალების გახელა და დიდი ხნის შემდეგ გამოღვიძება. თავში ფიქრები: სიზმარი იყო თუ სინამდვილე, გუშინ იყო, დღეს, თუ გუშინწინ. რომელი საათია. რა რიცხვია.  თავის ტკივილი და მსუბუქი ეიფორია, უიმედო ფიქრები და ამ ჭაობივით ღრმა დეპრესია.  ცარიელი გულით და დაძაბული გონებით მცდელობა ვიგრძნო! მაგრამ ვერა. მცდელობა შევეგუო ნამდვილს, მაგრამ ნებისყოფის გარეშე რთულია, გაკეთება კი არა, მონდომებაც რთულია.........
                  სიზმარივით სამყაროში დაბრუნების დიდი სურვილი, მაგრამ ძალა არ მყოფნის. შემდეგ ალბათ სულის რომელიღაც ჩიხში დამალული სინდისი იღებს ხმას და მიჩნდება შედარებით დასაფიქრებელი კითხვები: როდიდან, რატომ, როდემდე...
  შემდეგ ვცდილობ გავიხსენო თუ რა მაინტერესებდა, რა მაიძულებდა მეგრძნო, რა მახარებდა და რა მაცოცხლებდა... მახსენდება ბავშვივით წრფელი, სულ ცოტა დარდშერეული შენი თვალები და ამას მოჰყვება სულის აღმაფრენა ბნელი აკლდამიდან....... ვიხსენებ შენს თვალებს და მთელი გულით, მაგრამ უსიტყვოდ გთხოვ: მეძებე ჭაობის ფსკერზე...  ო როგორ შეგიყვარებდი!..  ლამაზ სიკვდილზე მეტად...
  დეპრესია და ოცნება ერთად, რომლის პატრონსაც ჭაობი ახრჩობს. როგორ ჩაგიკრავდი დაწვრილებული ხელებით გულში. იმედი შენ ხარ, მაგრამ ისეთი იმედი, რომელიც მხოლოდ ოცნებად უნდა დარჩეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები