ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეიშა
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2008


რა დააშავა უბრალო გულმა?

სადღაც ტირიან ვერხვები მწარედ
მათი გოდება მისწვდება ქარებს,
უბრალოდ პოეტს ვეძებ და ვნახე,
ღირს კი ვანახო მას სულის სახე?
პოეტის თვალებს მოძებნა უნდა,
მსურს დავიმკვიდრო პოეტის გულში,
რა დააშავა უბრალო გულმა?
ისიც ხომ გრძნობას გულღიად უცდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები