ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


ცისფერი სივრცე

ჯერ, ხასიათი გამოიკეთე,
მერე, ხასიათს დასწერე ჯვარი,
გაცოცხლდი ასე - ჰქენი სიკეთე, -
ჭირის წაღებულს ნუ დარდობ - გზავნილს!
არ ღირს, რომ ასე - მედღეხვალიე
განრიგებს და მის ყოფას მიეცე...
შენ, დღევანდელი, დღეით გალიე,
ხვალ კი, ელოდე უფრო ცისფერ ცებს!
გწამდეს, რომ შენს ბედს, თავად განაგებ,
აშენე, აგე, იყავი მტკიცე!
და ჭირეთიდან (შ)ავად დანაბერს,
შთანთქავს ეგ შენი ცისფერი სივრცე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები