ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

ჩემი პოეზია

უშენოდ  დავიწყებ  ათვლას სულ ბოლოდან
და  ყველა წამზომი  დამრჩება ჩართული
ვერ გეტყვი, რამდენი, ვერც იმას, როდემდე....
დადგება სიცოცხლის  ახალი სართული...

დარაბა მზისაკენ, ფანჯრები ზღვისაკენ,
საფეხურს უშენოდ დავადგამ საძირკველს.
და  მარტო დარჩენილს  მზე თუ ვერ  გამათბობს,
ჩემს ბოლო სურვილებს მერე ზღვა ამიხდენს...

ამღვრეულ სიყვარულს ნურავინ  დამიშლის
ეს ჩემი დიდი ხნის  ფიქრია, ნაგრძნობი.
შენს გვერდით , შენს ირგვლივ  მე ყველა_ ფერს  ვხედავ...
და მაგ სიფერადით  თანდათან  დამშორდი...

შევხედავ ზეცას და თვალებს ძირს არ დავხრი...
და ყველა  წამზომი იქნება ჩართული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები