 | ავტორი: სინა ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2014 |
#1. ...
#2. ვერ ვეტევი! კვლავ სურნელი მცემს ახალი შეტევის, მაგრამ არ მყოფნის ძალა, თუმც არ ვეშვები, არა და არა!
ჰგავს რაღაც სულის გაფრთხიალებას, ბავშვურ სიანცის გაზვიადებას...
გუშინ გაკვირტულ ჯერ მწვანე ფოთოლს, შემოდგომამ ჩამოაცალა ის მწვანე ფერი, როგორც ოდესღაც ბაბილონის გოდოლს, გამოეცალა მიწა ფეხებქვეშ, და ვერ ვუშველე ვეღარაფერი! იქნებ როდესმე გზა ვიპოვო, ან იქნებ სულ აქ დავრჩე..? თვალდახუჭულმა არ გამოვტოვო როცა მომივა მაცნე-ახალ ამბის მთქმელი, ახლა მოვიდა ის ვისაც ელი... და მე არ დავაცდი, თუკი კვლავ გადავრჩი... თუკი ზვირთებში ვიპოვი ჰაერს, თუკი სიცოცხლის სურვილს ვიპოვი მევე ვიქნები ჩემივე შემწე, ისე რომ ჩემი არავის შერცხვეს, რომ მარტოსულმა შენ მოგიპოვო!
#3. ლექსად თქმულ ზვირთებში ჩაკარგულ მიზანს, სულის ქარავანი ზიგზაგით მიჰყავს, აუჩქარებლად! გულის ცემას ხომ არ დააჩქარებდა?! როცა გულის ცემა დაითვლის მისთვის განკუთვნილ რითმას, როცა სხვა გულის ცემამ არ იცის, ისე წაართმევს სიტყვას, მისთვის განკუთვნილ ჰაერის ნამცეცებს აიტანს, მაგრამ ნამცეცებით თავს ვერ გაიტანს, როცა ჩამოკრავს ზარი! და როცა გაიგებს ქალი, ღალატის სურნელს შეიგრძნობს მის ძალას მაშინ ბოლომდე შეიცნობ.
გაუვიდა ექსტაზს მოქმედების ვადა, ვადაგასული, წრეგადასული, ჩვენი წესია, ვერ შეეჩვია, ცხოვრების რიტმს და წონასწორობას, არც რამის შეცვლა გამოსწორება სურს, ჩვენს გულს! მომბეზრდა! წერა, არავის სჯერა, ამოხეთქილი ვნების საიდუმლო, ოქროს ფასი გაქვსო შენ დუმილო...
ლავიწის ძვალი გადაემტვრა და, რამდენიც უნდა ეწად-ეცადა, მაინც დააღონა სევდა-ვარამმა, რომ ვერავინ ჰპოვა თავის დარადა!
ხვალ თუ არ გაწყდა ძაფით ნაგები ეს ხიდი ბეწვის, მოთმინების შევსვამ ფიალას, რა კუდი გეწვის?! ეშმაკის!!! შენ ხარ ისარი, მაგრად მომართე შენი მშვილდი, მაგრამ... ვერ გამისწარი. კარგად!
23.11.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგი დიდი მადლობაა :) კარგი დიდი მადლობაა :)
10. ნაწილები მიაწერე და ეგ შიდა სტურქტურის საქმეა და როგორც გინდა ისე დაჰყავი. - არსებითი არ არის, - სათაურია არსებითი. :)
ნაწილები მიაწერე და ეგ შიდა სტურქტურის საქმეა და როგორც გინდა ისე დაჰყავი. - არსებითი არ არის, - სათაურია არსებითი. :)
9. მშვენიერი აზრია :) ანუ ნაწილებიც არ მივაწეროო?? უბრალოდ მინდოდა ერტად ყოფილიყვნენ და მეტი ვერაფერი მოვიფიქრე :)
მადლობა ნეფერტარ :* <3 მშვენიერი აზრია :) ანუ ნაწილებიც არ მივაწეროო?? უბრალოდ მინდოდა ერტად ყოფილიყვნენ და მეტი ვერაფერი მოვიფიქრე :)
მადლობა ნეფერტარ :* <3
8. ციკლიდან ,,ცხრა ლექსი" - სამივე გამოქვეყნება ყურადღებით წავიკითხე. მომეწონა. რაღაც აზრებიც გამინჩდა. ხომ არ ჯობია საერთო სათაური ჰქონდეს
"ცხრეული"- ორიგინალურია და ტევადი. რას იტყვის ავტორი? ციკლიდან ,,ცხრა ლექსი" - სამივე გამოქვეყნება ყურადღებით წავიკითხე. მომეწონა. რაღაც აზრებიც გამინჩდა. ხომ არ ჯობია საერთო სათაური ჰქონდეს
"ცხრეული"- ორიგინალურია და ტევადი. რას იტყვის ავტორი?
6. კარგია :) ++ კარგია :) ++
5. მადლობა შეფასებისთვის :)) მადლობა შეფასებისთვის :))
4. იყო ერთი ორი მონაკვეთი აქ რომელსაც მოვიწონებ!
3 იყო ერთი ორი მონაკვეთი აქ რომელსაც მოვიწონებ!
3
2. მართლაა? :))
მეგონა გავილანძღებოდი ამ ლექსების გამო, ნუ თუმცა ყველაფერი წინაა :) მაგრამ მაინც ვცადე.. მართლაა? :))
მეგონა გავილანძღებოდი ამ ლექსების გამო, ნუ თუმცა ყველაფერი წინაა :) მაგრამ მაინც ვცადე..
1. საინტერესო ნაწარმოებია სიღრმით ხედვით, განსხვავებული აზროვნებით.
"არავის ჯერა ამოხეთქილი ვნების საიდუმლო, ოქროს ფასი გაქვსო შენ დუმილო..."
მე მჯერა!
საინტერესო ნაწარმოებია სიღრმით ხედვით, განსხვავებული აზროვნებით.
"არავის ჯერა ამოხეთქილი ვნების საიდუმლო, ოქროს ფასი გაქვსო შენ დუმილო..."
მე მჯერა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|