ჩემთან ერთი მარტოხე ცხოვრობს, ის მუდამ ჩანს ჩემი ფანჯრიდან, გამუდმებით ველოდებით ქარსა და წვიმას რომ ვისაუბროთ... ის მაღალია და ძლიერი, მხოლოდ დიდ ქარებს შეუძლიათ გააღვიძონ..
ზოგჯერ ის მღერის...
თუმცა ახლოა...ყრუდ, შორიდან ისმის მისი ხმა. თითქოს წინა ცხოვრებიდან მიხმობს ვიღაც, ვისაც ვუყვარდი...
დღეს ის ხედ დგას ჩემს ქუჩაზე, ერთი ხელის გაწვდენაა, ერთი ნაბიჯი, თუმცა მასთან ვერ მივალ ვერც დღეს, მტკივან მერქანზე შუბლს ვერ მივაყრდნობ რადგან მიწა, რომელშიც ცოცხლობს, სახლის ეზოა, სამუდამოდ მიტოვებული. მისი კარი საგულდაგულოდ ჩარაზულია.
მაგრამ ოდესმე, როცა მექნება საიმისო ძალა და რწმენა, რომ შევამტვრიო ყველა კარი, ავავსო ყველა სიცარიელე... მე მივალ მასთან, მტკივან მერქანზე შუბლს მივაყრდნობ და ვუმღერებ მდუმარებას უმშვიდეს ზღვებზე.. და ულურჯესი ნეპტუნიდან გადმოხვეწილ ჩვენს სიცოცხლეზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგია ძალიან... კარგია ძალიან...
11. ვერ გავიგე გულწრფელად ვაღიარებ ვერ გავიგე გულწრფელად ვაღიარებ
10. ძალიან კარგია, ძალიან. ძალიან კარგია, ძალიან.
9. სასიამოვნოდ სევდიანია,პლიუსები. სასიამოვნოდ სევდიანია,პლიუსები.
7. მადლობა ყველას <3
მადლობა ყველას <3
6. როგორ მიყვარს ასეთი მარტოხეები) პირველად ვარ ამ ავტორთან.კეთილი ყოფილიყოს. წარმატებები.. როგორ მიყვარს ასეთი მარტოხეები) პირველად ვარ ამ ავტორთან.კეთილი ყოფილიყოს. წარმატებები..
5. ძალიან კარგი კადრები იყო აქ
აქვე მოკითხვა ავტორს! ძალიან კარგი კადრები იყო აქ
აქვე მოკითხვა ავტორს!
3. ფინალია გადასარევი! მომეწონა ძალიან
მოკითხვა გვანცას :* ფინალია გადასარევი! მომეწონა ძალიან
მოკითხვა გვანცას :*
2. გარითმული რომ ყოფილიყო უფრო მეტ ემოციას წამოიღებდა ჩემში... +2 მომეწონა ! გარითმული რომ ყოფილიყო უფრო მეტ ემოციას წამოიღებდა ჩემში... +2 მომეწონა !
1. მაგრამ ოდესმე, როცა მექნება საიმისო ძალა და რწმენა, რომ შევამტვრიო ყველა კარი, ავავსო ყველა სიცარიელე...
++ მაგრამ ოდესმე, როცა მექნება საიმისო ძალა და რწმენა, რომ შევამტვრიო ყველა კარი, ავავსო ყველა სიცარიელე...
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|