ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2014


* * *

ქვევრში ძველი საფერავი ფეთქავდა,
გარეთ სითბო-გაზაფხულის ამინდი,
ბაბუ მარნის ძველ ხის ჭიშკარს ლამბავდა,
ბებო კეცებს აცხელებდა მჭადისთვის.
და საღამოს ჩამოვლილი ნიავით
იბნეოდა ცაში დაფნის სურნელი,
ნაკვერჩხალზე შემდგარ თიხის ქოთანში
დუღდა აპრილს შერჩენილი ღრუბლები.
სოფლის ბოლოს ხმაურობდა მდინარე,
მზეს დაადგა ღამემ შავი უღელი;
ბაბუსავით წელში მოხრილ კესანებს
გაზაფხულით აუჩქარდათ გულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები