ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2014


ჩემი ტკივილების თანამონაწილეს...

ჩემში ყველა ტკივილს თავისი ღარი აქვს
ღარი_უფსკრულამდე გაკვალული,
ვერც მე მოვერიე, ვერც მან მძლია
დავრჩი სამარემდე  დაღარული
შუბლით, რომლითაც  ვეხეთქები
ქვის კედელს_ შენ იცი,  ბევრი წელი.

ახლა თუ შენს სიტყვებს გულთან ვიგრძნობ,
ჩავთვლი, სიმშვიდეა შენი საჩუქარი.
და  მერე უეცრად ტკივილი გამივლის,
ტკივილი_რომლითაც შუბლია დაღარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები