ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2014


თოვლიან ღამეს

თოვლიან ღამეს ჩავუყვები ისევ რუსთაველს.
ლამპიონები გაყინულან უმოქმედობით,
წმინდა ბარბარეს სანთლები კი ღამეს ანგრევენ,
და ვხვდებ უკვე სიცივეზე ფიქრიც აღარ ღირს.

კაშნეს შევიხსნი ,ჩავცილდები თოვლისფერ ტაძარს,
მათხოვრებს,წეღან ჩემ კითხვაზე ხმა რომ არ დაძრეს,
ეს მერამდენედ დავიკარგე ამ ჩემს ქალაქში,
ეს მერამდენედ ვეღარ ვაგნებ ნაცნობ შესახვევს,

ღამე უბრალოდ ,უხმაუროდ დაძრწის ქუჩებში
და მეც დავყვები ,თითქოს ვჭამდე მანძილს შენამდე,
რომ ვიცოდე რომ შენც გადმოდგი ერთი ნაბიჯი,
რომ ვიცოდე რომ ერთ ფიქრშიც კი სუნთქვა შემახე,
მივბრუნდებოდი გეფიცები უკან ,ტაძარში,
ხელისგულებზე დავინთებდი თაფლისფერ სანთლებს
და უსათუოდ გიპოვიდი ამ ცივ ქალაქში
ქალაქში სადაც ერთმანეთი პირველად ვნახეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები