ლევანს (მეორე დღეა რაც აღარ მყავს...აღარ გვყავს მეგობრებს)
შორიდანვე გაშლილ მკლავებს მაგებებდი. გაშლილ მკლავებს და სევდიან ღიმილს. ერთხელ მკითხე: აღარ გიყვარვარო,მგონი, აღარ მოდიხარო ისე ხშირად, გაშლილ მკლავებთან. ისე ჩაგეხუტე - ხელის გაშლა ვერც მოასწარი. ვინანე რომ ეგ ფიქრი გაგიჩინე. დავჯდებოდით და მაკითხებდი ლექსებს, ჩემსას, ან, სხვისას. საფეთქელთან მაკოცებდი და ჩვენი ჭკვინი გოგო ხარო- მეტყოდი. გიჟიც ხარო, თან... კიდევ წამიკითხეო, რამე.- მაძალებდი. თუ ლექსი სევდიანი იყო: დროებით ფიქრობო,ეგრე. დრო გავა და სხვანაირად დაწერო. ასეთი მყავხარ: თბილი. იმედი. ბოლოს რომ გნახე,ხელი დამიქნიე, შემოდიო, ოთახში, სადაც შესვლა აკრძალულია. მაინც შემოვედი. კიდევ კარგი, მაინც შემოვედი. გულზე მიმიხუტე. რაღაც მითხარი, არ მახსოვს. ალბათ, შენებურად გამაწვალე ხუმრობით. მე კიდევ, გისაყვედურე. რამ დაგღალა-მეთქი,ასე ძალიან, რატომ ხარ-მეთქი,ასეთი უსიცოცხლო. გამოფხიზლდი-მეთქი. გამოცოცხლდი. არ ვნანობ. არ ვნანობ რომ დაგაძალე სიცოცხლე.
გაშლილ მკლავებს მახვედრებდი შორიდანვე. როცა იქნება, მაინც გაშლილი მკლავებით დამიხვდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიან გულიანი, ტკივილიანი მიძღვნა,
ძალიან გულიანი, ტკივილიანი მიძღვნა,
7. ჩემი გამორჩეული ადამიანი. ჩემი საამაყო. ჩემი ტკბილი მეგობარი. ჭკვიანი. ზრდილი. ადამიანური. სიმპატიური. დიდი გულის. მხიარული. უანგარო სიყვარულის მატარებელი მთელი სამყაროს მიმართ. ყოველმხრივ განსაკუთრებული. ჩემი გამორჩეული ადამიანი. ჩემი საამაყო. ჩემი ტკბილი მეგობარი. ჭკვიანი. ზრდილი. ადამიანური. სიმპატიური. დიდი გულის. მხიარული. უანგარო სიყვარულის მატარებელი მთელი სამყაროს მიმართ. ყოველმხრივ განსაკუთრებული.
6. არასდროს მომირჩები.
და პირველი მე მივაფურთხებდი ამ ნაწერს - ლიტერატურული ღირებულება რომ ჰქონდეს რამე.
და ისეთი რომ არ იყოს, როგორიც ახლაა.
პირველი მე მივაფურთხებდი. არასდროს მომირჩები.
და პირველი მე მივაფურთხებდი ამ ნაწერს - ლიტერატურული ღირებულება რომ ჰქონდეს რამე.
და ისეთი რომ არ იყოს, როგორიც ახლაა.
პირველი მე მივაფურთხებდი.
4. Momewona me :( Momewona me :(
1. მიჭირს ესეთ ლექსებზე რამის თქმა, კარგისაც და ცუდისაც, იმდენად პირადული და იმდენად ინტიმურია... მიჭირს ესეთ ლექსებზე რამის თქმა, კარგისაც და ცუდისაც, იმდენად პირადული და იმდენად ინტიმურია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|