 | ავტორი: დღლოფინიჩი ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2014 |
გადაპენტილა მიდამო ყვავილებს მოაქვს სურნელი, საით წახვედი ძვირფასო ხომ იცი კარგო სულ გელი. ღვინო არ მათრობს, დამათრო შენმა თვალების ციალმა, მეძინა, გამომაღვიძა ოქროსფერ თმების შრიალმა. სიყვარულს მეფიცებოდი ყოფნა სულ ჩემთან გინდოდა, მარტოდ დარჩენილ კაცისთვის მზე მაღლა აღარ ვიდოდა. თავს არ მოვუდრეკ საწუთროს არც ძალა გამომლევია, ცხოვრების გზაზე ბევრი რამ სიმწარე დამიძლევია. გულს ვახარებდი ოდესღაც მართალ კაცს უდექ მხარშია, ყველა ორგულს და ავყიას არ დავრჩენილვარ ვალშია. სანამ მზე არის, მეცა ვარ არ დამიშრება ეს წყარო, კვლავ ზეიმობს და მშვენდება გაშლილი ფიქრთა სამყარო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია მართლაც კარგია მართლაც
1. ჩავარაკრარე, კარგია ჩავარაკრარე, კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|