 | ავტორი: თეე... ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ჩემს თვალებს ვერ შეადარებ დილის ცისფერ ცას, ზოგჯერ დაჰკრავს თაფლისფერი ხან მიაგავს ხავსს, ცხვირზე თითს თუ ჩამომისვამ მყისვე იგრძნობ კეხს, არც სირბილეს მოუწონებ გახუნებულ თმებს და ვერც ლერწამს შეადარებ ოდნავ დაბალ ტანს... მაგრამ ვიცი უჩემობა ახლა ისე გკლავს... რომ შეგეძლოს ეცემოდი ჩემს ვარდისფერ ტუჩს, თუმცა ახლა მაგიდაზე სიმწრით ურტყამ მუჭს. ნეტარებით გალოკავდი ამობურცულ მკერდს, ნუთუ მართლა არ იბრძოლებ, მორჩილდები ბედს? სხეულს ისე აწვალედი , როგორც ძაღლი ძვალს, არ ამხელ და ეგ სურვილი ცეცხლზე მეტად გწვავს. ვიცი გინდა მოუსმინო ჩემს მთრთოლვარე ხმას ურცხვად ვნებას რომ გიღვიძებს, გაკარგვინებს თავს. შუა ღამით მიეცემი ჩემს კოცნაზე ფიქრს, და ლამაზ ყელს შეადარებ ზამთრის პირველ ფიფქს. ,,მოგენატრე ? " გეკითხები-შენ არ იბერტყ ყურს, ვნებით დამთვრალს გაგლილება ახლა ისე გსურს, თუმცა ალერსს ვერ მიბედავ , ეფერები ქარს, არ მსურს ვიყო ვინმეს მსგავსი და არც ვგავარ სხვას! უძილობას შევეჩვიე, ვწერ უმუზოდ ლექსს, 20 ის მერე აღარ დავთვლი , შევაჩერებ წლებს. იქნებ სხვებზე უარესი ვიყო , მერე რა ? ვხედავ ალერსს ვერ მიბედავ , მეკითხები ,,სხვა?". მერე რა , რომ მიტანჯია , ფეთქვა უნდა გულს, მხოლოდ სითბო გამიცოცხლებს გამოფიტულ სულს. ხასიათი მეამბოხე ურცხვად ამხელს ჟინს და სხეულის ნაზი რხევა ისე გირევს ტვინს... ზიზღნარევად გააყოლებ ქუსლიანებს თვალს, გულში იტყვი ,,ჩემი თეე ამათ არა ჰგავს ". ჩემს თვალებს ვერ შეადარებ დამშვიდებულ ზღვას, მარტზე ოდნავ ჭირვეული მე არ ვგავარ სხვას ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჰო საერთოსი რა გითხრა მაგრამ ეს ლექსი გამახსენა (ალბათ იმიტომ რომ მიყვარს) და დავდებ აქაც
ძეწნა
როკავს, როკავს, როკავს... ძეწნა, ძეწნა, ძეწნა... ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს, ურევს! ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნა როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
ტოკავს, ტოკავს, ტოკავს...გახვითქული ტანი! ისე ნება - ნება ეუფლება ვნება... და-და, და-და, დანით და-და, და-და, დანით ასე მოხდა ჩვენი გადალებანება
ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით აღმა-დაღმა დადის! სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა! არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადის შენს დალალებს მიღმა მტევან-მტევან-მტევან...
გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს, დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს, უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.
და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა, ძეწნა ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს, ურევს... ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
ჰო საერთოსი რა გითხრა მაგრამ ეს ლექსი გამახსენა (ალბათ იმიტომ რომ მიყვარს) და დავდებ აქაც
ძეწნა
როკავს, როკავს, როკავს... ძეწნა, ძეწნა, ძეწნა... ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს, ურევს! ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნა როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
ტოკავს, ტოკავს, ტოკავს...გახვითქული ტანი! ისე ნება - ნება ეუფლება ვნება... და-და, და-და, დანით და-და, და-და, დანით ასე მოხდა ჩვენი გადალებანება
ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით აღმა-დაღმა დადის! სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა! არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადის შენს დალალებს მიღმა მტევან-მტევან-მტევან...
გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს, დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს, უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.
და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა, ძეწნა ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს, ურევს... ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
7. :D ეხლა ეს რომ წავიკითხე მერე ავტორის სხვა ლექსებით დავინტერესდი ჰოდა, წინაში დამპირებიხარ მეტ სითამამეს :D 5 მაგრამ ლექსად ის ჯობდა, სითამამედ ეს :) გაერთიანება გინდა ბოლო ორი ლექსის :) :D ეხლა ეს რომ წავიკითხე მერე ავტორის სხვა ლექსებით დავინტერესდი ჰოდა, წინაში დამპირებიხარ მეტ სითამამეს :D 5 მაგრამ ლექსად ის ჯობდა, სითამამედ ეს :) გაერთიანება გინდა ბოლო ორი ლექსის :)
6. აუ რა მაგრა ვერ ხარ და რა კარგად ვერ ხარ თან ..!!!
მეც ამიშალე ვნება )
მომეწონა! აუ რა მაგრა ვერ ხარ და რა კარგად ვერ ხარ თან ..!!!
მეც ამიშალე ვნება )
მომეწონა!
5. "სხეულს ისე აწვალებდი , როგორც ძაღლი ძვალს,"
ამ სტრიქონმა გააფუჭა ყველაფერი. "სხეულს ისე აწვალებდი , როგორც ძაღლი ძვალს,"
ამ სტრიქონმა გააფუჭა ყველაფერი.
4. არიყო ცუდიი ++ არიყო ცუდიი ++
3. ეს წითელი ნიშანი რად უნდა ვერ მივხვდი, მაგრამ არ მომეწონამაინც. ის სათქმელი, რაცა ვტორს უნდოდა, ცოტა უფრო მოკლედ და ტექნიკურად საშუალო დონეზე მაინც რომ ყოფილიყო მომეწონებოდა. ეს წითელი ნიშანი რად უნდა ვერ მივხვდი, მაგრამ არ მომეწონამაინც. ის სათქმელი, რაცა ვტორს უნდოდა, ცოტა უფრო მოკლედ და ტექნიკურად საშუალო დონეზე მაინც რომ ყოფილიყო მომეწონებოდა.
2. ირინკა მე არ ვეძახი , უბრალოდ ვგრძნობ აღძრულ სურვილს მისას. ცხოვრებაში კონკრეტული სურვილები არ ან ვერ სრულდებიან არსებულ მიზეზთა გამო .მოგეწონება , არ მოგეწონება , ნება თქვენია :) ირინკა მე არ ვეძახი , უბრალოდ ვგრძნობ აღძრულ სურვილს მისას. ცხოვრებაში კონკრეტული სურვილები არ ან ვერ სრულდებიან არსებულ მიზეზთა გამო .მოგეწონება , არ მოგეწონება , ნება თქვენია :)
1. შენ თუ ასე ეძახი და ის ვერ ბედავს მოფერებას, მგონი რაღაცა პრობლემა აქვს :))))))))
პ.ს. ლექსი არ მომეწონა, არც შესრულება არც არაფერი პრინციპში. წარმატებები შენ თუ ასე ეძახი და ის ვერ ბედავს მოფერებას, მგონი რაღაცა პრობლემა აქვს :))))))))
პ.ს. ლექსი არ მომეწონა, არც შესრულება არც არაფერი პრინციპში. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|