ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


სანამ სიკვდილი დაგვაშორებს

შენც ჩემსავით გრძნობ, რომ მოგვდევს ბოლო ღამე,
როგორ სურს, რომ გაგვაყოლოს შორს ცივ სიკვდილს,
როგორ ცუდად აჰყოლია სურვილს მწვავეს,
ალბათ ხვდება, შევძლებთ, გავსტეხთ იმ ცრუ ფიცილს.
თუ ასეა, თუ გვიყურებს ღმერთი შურით
დაე შურდეს, შურდეს ჩვენი ბოლო წუთის,
ნახოს, იგრძნოს, როგორ გკოცნი მთელი გულით,
შურდეს ჩვენი ბოლო სიტყვის, ამოსუნთქვის.
იცის, იცის მხოლოდ ჩვენ გვაქვს ბოლო წამი
და მას არა, ხედავს როგორ გიკრავ მაგრად,
მთელი ტანით, გულით, სულით, და ამ ღამით
მზად ვართ მასთან შესახვედრად უკვე, მაგრამ
დროს ვაჩერებთ, ვერ გვერევა ვერც სიცივე,
ვერც ძალა და ვერც შემთხვევა ვერ გვეხება,
დღეს ჩვენ ღმერთი სიკვდილივით გავაკვირვეთ,
დღეს ჩვენია ეს ღამე და უკვდავება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები