ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


ჯონათან წამო...

ჯონათან წამო, გადავფრინდეთ სხვა ცისქვეშეთში,
გავცდეთ ჭამისთვის გადადებულ მოძმე თოლიებს...
გავფრინდეთ, სადაც ვერ შეგაკრთობს სიტყვა-ხეშეში,
სადაც ფრთების წილ, ოცნებები გაგიყოლიებს
ზეცის კიდეზე!
ჯონათან წამო, ნუ გაღელვებს სიბნელის შიში,
ცაში საზღვრები არ არსებობს, მყიფე ბორკილებს
დამსხვრევა უნდა, თოლიებად რაკიღა ვიშვით,
წამო ჯონათან, შენს გულისთქმას დაემორჩილე,
რადგან მიზეზებს,
ჩემო ჯონათან, რა გამოლევს, ზეცისკენ სწრაფვის,
ჭეშმარიტება-ძიებაა და ჰა, ნობათიც:
თავისუფლება!-სხვა გემო აქვს უცხო და მძაფრი,
გარღვეულ სივრცეს აღარ ჰქვია შეუცნობადი!
ჯონათან წამო, შევუერთდეთ ფლეტჩერს, სალივანს,
გავცდეთ ჭამისთვის გადადებულ მოძმე თოლიებს...
ზეცის კიდემდე გადავტყორცნით ჩვენს ხმას-გამკივანს,
სადაც ფრთების წილ, ოცნებები გაგვიყოლიებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს