ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუულიონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ოქტომბერი, 2014


უცნაურად ვარ შეშფოთებული

უცნაურად ვარ შეშფოთებული - თქვა გადაშენების პირას მყოფმა დრაკონმა და სუ25-ის ბორტიდან უკანა სალტოთი გადმოხტა. ალტერნატიულ სამყაროში მოუწია ცხოვრება. ეპატიება...

უცნაურად ვარ შეშფოთებული - თქვა დრაკონის შემხედვარე პილოტმა და სამჯერ მოგრეხილი კისერი ისევ თვითმფრინავის საჭისკენ მიატრიალა. ჟირაფი იყო. ეპატიება...

უცნაურად ვარ შეშფოთებული - თქვა პატარა ლაშამ ტუალეტიდან გამოსვლისას. პირველად განიცადა ორგაზმი და მასტურბაციის ძლევამოსილებაც შეიგრძნო. ამის შემდეგ პატარა ლაშა დღეში მინიმუმ სამჯერ შფოთდებოდა უცნაურად, ხანდახან ოთხჯერაც. უკვე დრო იყო. ეპატიება...

უცნაურად ვარ შეშფოთებული - თქვა ნატუკამ, ხმამაღალი ტირილით გავარდა საძინებლისკენ და ბალიშში ჩარგო თავი. მერე ოცდაორი დღე დეპრესია ქონდა. შემდეგ სულში სიმძმეს გრძნობდა. შემდეგ ემოციების გამოხატვითაც კი დაღლილი იყო და ჰომოსაპიენსის ხმის გაგებაზე ნერვიული კანკალი უვარდებოდა. ფრჩილი მოსტყდა. ეპატიება...

უცნაურად ვარ შეშფოთებულია - თქვა ლევანმა როცა ბნელ სადარბაზოში ვიღაცამ კუთხეში მიაყენა და ელენთასა და თირკმელს შორის ბონდოს ტაჩილაზე ალესილი დანა შეუცურა. "კაიბიჭის" და შეუყვარდა, ეპატიება.

უცნაურად ვარ შეშფოთებული - თქვა ომარმა, შუაქუჩაში დაგდებული პოლიეთილენის ბოთლი აიღო და ნაგვის ურნაში ჩააგდო. ბოთლის დამგდებს ალბათ ეგონა რომ პოლიეთილენი ასფალტთან რეაქციაში შესვლის შემდეგ ნეშომპალად იქცევა. ეპატიება…

უცნაურად ვარ შეშფოთებული - თქვა პირველ პრაქტიკულ გაკვეთილზე მყოფმა სტუდენტამა, მაგიდაზე მწოლიარე ადამიანს ლანცეტი ზომაზე მეტად დაუსვა და თირკმელი შემოეზიანა. მორგში იყო პრაქტიკული გაკვეთილი. ეპატიება...

—

უცნაურად შეშფოთების სერვისი 25 10 60.
1 “სპიჩკის” კოლოფი  უცნაურად შემაშფოთებელი 50 ლარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები